კვირა, ივლისი 13, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"დღევანდელ პროცესზე მოსამართლის მიზანი იყო თავიდან აეცილებინა პასუხისმგელობა...

“დღევანდელ პროცესზე მოსამართლის მიზანი იყო თავიდან აეცილებინა პასუხისმგელობა და გადაედო პროცესი” – დიმიტრი საძაგლიშვილი

საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი გაიმართა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის საქმეზე, რომელსაც ჯანმრთელობის გაუარების გამო მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. პროცესზე ადვოკატების მხრიდან კონკრეტული შუამდგომლობა იქნა დაყენებული, თუმცა სასამართლო სხდომა მალევე შეწყდა, მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. რასთან დაკავშირებითაც მწვავე შეფასებები გააკეთა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა:

,,აშკარად გამოჩნდა, რომ დღევანდელ პროცესზე მოსამართლის მიზანი იყო თავიდან აეცილებინა პასუხისმგელობა და გადაედო პროცესი. ისე გაიქცა ოთახიდან, რომ წესიერად არც უთქვამს პროცესის გადადების მიზეზი.

აშკარად გამოჩნდა, რომ, როგორც ჩანს, ბატონი ბადრი კოჭლამაზაშვილი ამისთვის მომზადებული იყო – სხდომათა დარბაზიდან გასაქცევად.

შესაბამისად, შუამდგომლობაზე მაშინ, როდესაც მას არ ჰქონდა უარის თქმის არანაირი საფუძველი, მათ შორის, ფორმალური თვალსაზრისითაც კი – ასეთი გამოსავალი მოძებნა. მან რეალურად თავი აარიდა შუამდგომლობის განხილვას.

ყველაფერს აკეთებენ მოსამართლეები იმისთვის, რომ არ განიხილონ შუამდგომლობა, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შესაბამისად, ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აიცილონ“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

“რავი ძაან ბრუტალურად დაიწყეს და ბოლოს მასობრივ მოფსმევინებაზე გადავიდნენ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ნარკოტესტებზე შესამოწმებლად ახალგაზრდების,...

“ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში პოლიტიკური ისტერია აღწევს კულმინაციას” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ივანიშვილის ბანდის მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...