ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საქართველოს პარტნიორების მთავარი გზავნილი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი:
,,სააკაშვილთან მიმართებაში ყველანაირი ინდიკატორი აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა – ეს ერთი.
მეორე – ასეთი მიწვევა არის იმის ხაზგასმა, რამხელა მნიშვნელობა აქვს მას რეგიონისთვის.
ჩვენი პარტნიორების და მეგობრების მთავარი გზავნილი არის შემდეგი: მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და მან ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს რეგიონის, განვითარებაში, დემოკრატიაში და რა თქმა უნდა, პირველ რიგში რუსეთის დამარცხებაში უკრაინაში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


