საქართველო ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილს 10 მაისს ბრიუსელში გააგზავნის. დოკუმენტზე მუშობა ოფიციალურად დასრულებულია. ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე პოლიტიკური შეფასება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა:
,,იცით, რომ პროცესი დაძრული არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ ევროკავშირის, რომ მათ უმოკლეს ვადაში შეადგინეს კითხვარი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ასევე მოკლე ვადაში პასუხები გაეცა.
საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საკითხი განიხილება ერთად. ჩვენ ვართ ,,ტრიოს“ წარმომადგენლები, 3 ქვეყანა, რომელიც ერთ ეტაპზე არიან. ამავე დროს საქართველო ამ 3 ქვეყანას შორის, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი ლიდერი.
რაც შეეხება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და სხვა საკითხებს დაახლოების მხრივ, 40% ასოცირების შეთანხმებისა უკვე შესრულებულია საქართველოში და ამ მხრივ საკანონმდებლო დონეზე საკმაოდ მჭირდოდ ვართ დაახლოებული ევროკავშირს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


