ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ გვინდა, რომ ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს...

“ჩვენ გვინდა, რომ ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებით, კიდევ უფრო გაღრმავდეს” – დავით ზალკალიანი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით ზალკალიანის რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ცერემონიის შემდეგ გამართული შეხვედრის დეტალებზე კომენტარი გააკეთა დავით ზალკალიანმა:

,,ჩვენ არასდროს არ ვართ კმაყოფილი მიღწეულით. მით უფრო დღეს, როდესაც მსოფლიო დგას ისეთი სერიოზული გლობალური გამოწვევის წინაშე, როგორიც არის რუსეთის აგრესია სუვერენული სახელმწიფოს – უკრაინის წინააღმდეგ.

ჩვენთვის ეს, რა თქმა უნდა, უცხო არ არის, გამომდინარე იმ ძალიან მძიმე გამოცდილებიდან, რომელიც ჩვენ გვქონდა 2008 წელს.

ვფიქრობ, რომ ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ძალიან ახლო კოორდინაცია და თანამშრომლობა, ერთობლივად ქმედება იმისთვის, რომ მინიმუმადე დავიყვანოთ ის საფრთხეები და რისკები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს.

ბუნებრივია, ჩვენ გვინდა, რომ ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებით, კიდევ უფრო გაღრმავდეს. ამ თვალსაზრისით, მადრიდის სამიტი იქნება მნიშვნელოვანი. ის ჩანაწერები, რომელიც არსებობს და აქამდე იყო ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევები, იყოს კიდევ ერთხელ გაჟღერებული და გაძლიერებული ახალი მიმართულებებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვისაც ჰგონია, რომ ეს ირონიაა და ასე არ მოხდება, უკვე მწარედ სცდება…” – ლაშა...

ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში მძიმე სტატუსს...

“მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში, შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპასა და აშშ-შია”...

თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მედიისთვის დაუშვებელს...

“კომისიის დავალებათა შეუსრულებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, იწვევს შესაბამის სანქციას” – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რუსთაველის გამზირის გადაკეტვების და სხვა გამომწვევი ქმედებების ერთერთი მიზანია, რომ ხალხში ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საპროტესტო აქციების მონაწილეების მხრიდან, რუსთაველის გამზირის...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...