spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიოჯახში ძალადობით დაზარალებული, რომელიც გადახდისუუნაროდ მიიჩნევა, უფასო იურიდიული...

ოჯახში ძალადობით დაზარალებული, რომელიც გადახდისუუნაროდ მიიჩნევა, უფასო იურიდიული დახმარების უფლებით ისარგებლებს

ოჯახში ძალადობით დაზარალებული, რომელიც კანონის მიხედვით მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, ისარგებლებს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მიიღებს მონაწილეობას მის მიერ აყვანილი ადვოკატი. აღნიშნულ ცვლილებაზე, რომელიც „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატანად მომზადდა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, ისარგებლებს ასევე დაზარალებული, რომელიც კანონის მიხედვით არ მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, მაგრამ დადასტურდება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი გარემოების არსებობა: წინა 12 თვის განმავლობაში მისი, როგორც ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატებოდა 6 000 ლარს, ამავდროულად, საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ცნობის გაცემის მომენტისთვის არსებული თანხის ოდენობა არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო ბოლო 90 დღის განმავლობაში ანგარიშზე არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1500 ლარს; ასევე თუ პირს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დასტურდება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა გულისხმობს როგორც სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, ისე სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის დაცვას სახელმწიფოს ხარჯზე.

ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის დაზარალებულს, რომელიც არ არის გადახდისუუნარო, თავისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის პირადად წარდგენასთან ერთად, ასევე ექნება შესაძლებლობა, რომ წერილობითი თანხმობის საფუძველზე პროექტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის დამადასტურებელი ინფორმაციის მოძიების უფლებამოსილება გადასცეს იურიდიული დახმარების სამსახურს.

„ყველა ადმინისტრაციული ორგანო და საბანკო დაწესებულება ვალდებული იქნება, იურიდიული დახმარების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უსასყიდლოდ მიაწოდოს მას ინფორმაცია შესაბამისი პირის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...