ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაეს არის ერთი კაცის ახირება, რომ ანგარიში გაუსწოროს...

ეს არის ერთი კაცის ახირება, რომ ანგარიში გაუსწოროს გვარამიას, “რუსთავი 2”-ს, მომავალ ტელევიზიას, თუ რამე შეიძლება გაიხსნას – ნინო ჯანგირაშვილი

“ინტერმედიაში” საგამოძიობო სამსახურის შესვლისა და ნიკა გვარამიას გამოკითხვის ფაქტებს ეხმიანება ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი და თავის მოსაზრებებს აჟღერებს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, ვახო სანაიას “დღის ამბებში”:

აბსურდულ სიზმარში მგონია თავი, წარმოიდგინე ზუკა გემბარიძის კაბინეტში ეძებენ რაღაცას. რას ეძებენ? იგივე წარმატებით შეუძლიათ მოვიდნენ ჩემს კაბინეტშიც მოძებნონ, თქვენთანაც შეუძლიათ მოვიდნენ და ნანა აბურჯანიძის კაბინეტში რამე მოძებნონ, იმიტომ რომ ჩვენც ვიყავით “ინტერმედიას” კონტრაქტორი, როგორც ნახევარი სატელევიზიო სივრცე საქართველოში. “იმედიც” იყო “ინტერმედიას” კონტრაქტორი, წავიდნენ “იმედშიც” მოძებნონ რამე.

ამ კონკრეტულ საქმეზე რა განცხადება ან კომენტარი უნდა გავაკეთო?! ან გვარამიას საქმეზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! ეს არის აბსურდი, სიგიჟე, წარმოუდგენელი რამე. ეს არის ერთი კაცის ახირება, რომ ანგარიში გაუსწოროს გვარამიას, “რუსთავი 2”-ს, მომავალ ტელევიზიას, თუ რამე შეიძლება გაიხსნას. ეს არის ერთი ბინძური კაცის ტვინში მოფიქრებული, ეს ბექაურის სქემაა, მან მოიგონა, ბოდავს 2 წელია სისულელეებს.

სიგიჟის ზღვარზე ვართ უკვე მისული, რაღაცა წარმოუდგენელი სიგიჟეა, ამაზე კომენტარიც კი არ შეიძლება. ივანიშვილი არის გამძვინვარებული და დაერია ახლა მედიას. არ გაგიკვირდეთ ხვალ თქვენთან რომ შემოვიდეს და ზეგ ჩემთან” – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ცნობისათვის საქართველოს პროკურატურის განცხადება:
“სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები სამაუწყებლო კომპანია “რუსთავის 2”-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის “ინტერ მედია” და “ინტერ მედია პლიუსიდან”, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე”

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...