ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
13.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებათამარ ტალიაშვილი: მნიშვნელოვანია ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა...

თამარ ტალიაშვილი: მნიშვნელოვანია ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა სასკოლო რესურსი

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით კომიტეტთან არსებული თემატური მოკვლევის ჯგუფის წერები სკოლამდელი და ზოგადი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდნენ. როგორც სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს, ასევე თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ტალიაშვილია, რომელმაც შეხვედრაზე ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში სასკოლო რესურსების გამოყენების შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სასკოლო რესურსი, მათ შორის, არაფორმალური განათლების, ხელმისაწვდომი იყოს მოსწავლეებისთვის და ასევე, მასწავლებლებს ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ ეს რესურსები ეფექტიანად და მიზნობრივად გამოიყენონ საგაკვეთილო სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვისა და შესრულებისას.

ჩვენ არაერთი მიმართვა მოვისმინეთ საზოგადოების მხრიდან სახელმძღვანელოებთან, ლაბორატორიებთან, ციფრულ და საბიბლიოთეკო რესურსებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს სკოლებში არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თემატური მოკვლევა არ იქნება კონცენტრირებული მხოლოდ თბილისზე. თემატური მოკვლევის ჯგუფი ასევე რეგიონებშიც შეისწავლის სასკოლო გარემოს და არსებულ სასწავლო რესურსებს. თემატური მოკვლევის შემდეგ, ანალიზის საფუძველზე, დარგის ექსპერტებთან ერთად შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში მონიტორინგს გავუწევთ“, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, თემატური მოკვლევის მიზანი სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენა და შესწავლაა.

დღეს ვიმსჯელეთ სასკოლო რესურსების საკითხებთან, მათ შორის, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პრობლემასთან დაკავშირებით. თემატური მოკვლევა ემსახურება მიზანს, გამოვავლინოთ ყველა პრობლემური საკითხი და განვსაზღვროთ შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც ამ პრობლემების აღმოფხვრას მოემსახურება“, -განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

„ბევრი სცენარი ვნახეთ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო და...

“სააკაშვილის ბანერი უშლის ხელს ქოცებს ქოცების მოშორებაში. რა არის აქ გაუგებარი?!” – ზაზა ბიბილაშვილის...

„ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე” – ბეჟან კავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...