პარასკევი, აპრილი 26, 2024

“ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში თუ სხვა ვინმე” – გიორგი ამილახვარი

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის მხრიდან პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით:

,,უკრაინულ მხარეს ვურჩევთ, რომ როგორც ისინი, ასევე, ჩვენ ვკონცენტრირდეთ ამ ომის მოგვარებაზე. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში თუ სხვა ვინმე.

მთავარი მოტივია ჰიბრიდული ომის ნაწილი გადავიტანოთ ქვეყნის გარეთ, გაგვიხსნან ცეცხლი უკრაინიდან, რომ საქართველო როგორმე ჩათრეული იქნას ომში.

ეს არის მთავრი ,,ლეიტმოტივი“ იმ უსაფუძლო და უარგუმენტო განცხადებებისა, რომელიც ბოლო ხანებში გვესმის უკრაინული ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლებისგან“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ინფორმაციისთვის: უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა მიხაილო პოდოლიაკმა ,,ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუს დროს კონკრეტული შეფასებები გააკეთა საქართველოსთან, ქართველ ხალხთან მიმართებაში და ამასთან ბიძინა ივანიშვილს რუსი ოლიგარქი უწოდა:
,,ჩემთვის უბრალოდ ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია” – განაცხადა პოდოლიაკმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული