ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ადამიანობა თუ არ გყოფნის, პრაგმატულობა ხომ მაინც უნდა გყოფნიდეს იმის, რომ გესმოდეს რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობა ციხეში?!“ – გრიგოლ ვაშაძე მმართველი პარტიის ლიდერებს მიმართავს

ოპოზიციონერმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მონახულების შემდეგ მედიასთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაურესების შესახებ ძალზე ემოციურად ისაუბრა და მწვავე შეფასებები გააკეთა ხელისუფლების მიმართ:

,,მდგომარეობა საგანგაშო კი არ არის, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით – არის აბსოლუტურად კატასტროფული!

ადამიანს აქვს ანორექსია. საჭმელს ვერ ჭამს. ორჯერ აერია გული სანამ იქ ვიყავი. წყლის გარდა ვერაფერს ვერ ღებულობს – აქვს ანემია. რომ შეხედავთ, ვერ იცნობთ.

ადამიანობა თუ არ გყოფნის, პრაგმატულობა ხო მაინც უნდა გყოფნიდეს იმის, რომ გესმოდეს რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობა ციხეში?!

გადაიყვანეთ სამკურნალოდ ეს ადამიანი, კაცო. ქართულ საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეთ’’, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული