შაბათი, მარტი 15, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიჰუსეინის უკანონო დაკავება არის არა მხოლოდ ერთი ოჯახის...

ჰუსეინის უკანონო დაკავება არის არა მხოლოდ ერთი ოჯახის წინააღმდეგ მიმართული ქმედება – პანკისელი ახალგაზრდები

სოციალურ ქსელში მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი განცხადება ვრცელდება პანკისის ხეობის ახალგაზრდების სახელით:

გვსურს პანკისის ხეობის ახალგაზრდების სახელით გამოვეხმაუროთ მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საკითხს და მის წინააღმდეგ გამოყენებულ ჯგუფური ძალადობის ბრალდებას.

მოგეხსენებათ რომ მორის მაჩალიკაშვილი არის სახელმწიფოს მიერ, საკუთარ საძინებელში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძაშვილი და უკვე ერთი წელია თემირლანის მამასთან ერთად ითხოვს სამართლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და თემირლანის უდანაშაულობის აღიარებას სახელმწიფოს მხრიდან.

მიუხედავად იმისა რომ გაგვაჩნდა შინაგანი რწმენა მორისის უდანაშაულობისა , დღემდე მოთმინებით ველოდით მის წინააღმდეგ ბრალის დასაბუთებას.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებში ცხადად ვხედავთ რომ, ამ ეტაპზე მორისის წინააღმდეგ არსებული ერთადერთი მტკიცებულება არის 20 ივნისის მოვლენების დროს გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ჰუსეინი მისი ბიძის გვერდში ყოფნას ცდილობს, ერთ ეპიზოდში ჭყლეტვაში მოყოლილი მორისი თავის დასაცავად ერთხელ მოიქნევს ხელს, რომელიც ხვდება პოლიციელის ფარს.

ორგანიზაციის განცხადებით, ვიდეო მასალაში არ ჩანს, რომ მორისი აქტიურად და მიზანდასახულად ცდილობს კორდონის გარღვევას, პოლიციის დაზიანებას და მით უფრო ძალადობის განხორციელებას.

სწორედ ამ ფაქტის საფუძველზე შეეფარდა მორის მაჩალიკაშვილს წინასწარი პატიმრობა და ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჩვენ პანკისელი ახალგაზრდები ვართ ის თაობა რომელიც თანატოლია დამოუკიდებელი საქართველოსი და რომელნიც მოვდივართ პანკისის გარშემო მიმდინარე მძიმე პროცესების კვალდაკვალ. ჩვენ გავიზარდეთ მუდმივი დაძაბულობის , სტრესის, ბრალდებების , გაუცხოების და ტრაგედიების რეჟიმში და წილად გვხვდა ასევე მუდმივი თავის მართლების რეჟიმში ყოფნა იმ მოვლენების გამო, რაც ჩვენგან დამოუკიდებლად ჩვენს გარშემო ვითარდებოდა.

ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის ოცდაათი წელია პანკისი დაუსრულებელ და მოუგვარებელ პრობლემად არის მიწოდებული საზოგადოებისათვის. მთავარი გაკვეთილი კი , რაც ამ რთულმა პერიოდმა გვასწავლა არის ის, რომ პანკისის მოჯადოებული წრიდან გამოსავლის ერთადერთი საშუალება არის გამჭვირვალობა, ღიაობა და ობიექტური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისათვის.

ჩვენ პანკისის ყველაზე მძიმე პერიოდშიც ვიყავით სრულიად კანონმორჩილი მოქალაქეები და დღესაც ვინარჩუნებთ ამ მდგომარეობას .

ხშირად, როცა პოლიტიკოსები მოდიან პანკისელებთან შესახვედრად გვესაუბრებიან კულტურულ, ინფრასტრუქტურულ და სხვა სახის პროგრამებზე. თუმცა ყველა პანკისელის მთავარი მოთხოვნა უკავშირდება სამართლიანობას.

ჩვენ ვითხოვდით სამართლებრივ დასაბუთებას თემირლანის ბრალეულობაზე და მისი მკვლელობის საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას, , ჩვენ ვითხოვდით სამართლიან კანონიერ პროცესს ჰესების საკითხზე და მივმართეთ სასამართლოს, ჩვენ ვითხოვდით ვახა მაჩალიკაშვილის პროტესტის მშვიდობიანობის უზრუნველყოფას, თუმცა ყოველ ჯერზე სახელმწიფოსგან პასუხი იყო ძალადობრივი.

დღეს ჩვენ ვითხოვთ სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლო პროცესს (ჰუსეინ) მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე!

ჰუსეინის უკანონო დაკავება არის არა მხოლოდ ერთი ოჯახის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, არამედ ეს არის პანკისელი და სრულიად ქართველი ახალგაზრდობის თავისუფლების შეზღუდვა.

ჩვენთვის მიუღებელია, როცა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ამდენი ხანია მისი ოჯახის ღირსების და სამართლიანობის დაცვას ცდილობს, დაუსაბუთებლად პატიმრობაში აღმოჩნდა და შეიძლება უსამართლო მსჯავრდების მსხვერპლი აღმოჩნდეს.

ჩვენ არ გვინდა სახელმწიფოს შეხებას ჩვენთან მხოლოდ საპოლიციო და რეპრესიული ძალით ვხედავდეთ და მუდმივად გვქონდეს უსამართლობის და დაუცველობის ღრმა განცდა.

ჩვენი ხმა სახელმწიფოს თითქოს არ ესმის.

სამწუხაროდ, ის უსამართლობის ამ ჯაჭვს არ წყვეტს.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჰუსეინს, მის ოჯახს, მაჩალიკაშვილების გვარს ამ მძიმე მდგომარეობაში და ჩვენი ღირსებებისთვის, სამართლიანობისთვის და უფლებებისთვის კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სამართლიანობას და ჩვენი ღირსების აღიარებას!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის განვითარების ფონდმა კოსტავას ქუჩა N37ა-ში მდებარე ჭადრაკის სასახლისა...

“ფაქტი სახეზეა, “დიფ სთეითის” დამარცხებას გარკვეული დრო მაინც სჭირდება” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

მიხეილ სააკაშვილი: “ვერ დაგვაშინებენ! ძალა ერთობაშია!”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება ე.წ. ,,პიჯაკების საქმეზე”...

“არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ იქნება” – პაატა სალია

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას მინიშნებით, რომ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...