საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ არგაშვების შემთხვევაში შესაძლო მოსალოდნელ შედეგებზე:
,,საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, თორემ სხვა შემთხვევაში ამაზე საზოგადოებას ექნება უმწვავესი რეაქცია.
როცა საუბრობენ – გამოიწვევს თუ არა პოლარიზებას სააკაშვილის გაშვება? გაშვება – არა, არგაშვება გამოიწვევს პოლარიზებას და შექმნის იმ პროცესებს, რომელიც დაასრულებს, საბოლოო ჯამში, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


