spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში - ასე გაგრძელება შეუძლებელია,...

“ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში – ასე გაგრძელება შეუძლებელია, გონს მოვეგოთ და რაღაც მომენტში სახელმწიფო, ეროვნული ინტერესები უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ” – გიორგი ვაშაძე

აშშ-ში, ვაშინგტინში ვიზიტით მყოფი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ,,მთავარი არხის“ გადაცემაში ,,დღის ამბები“ ჩართვისას, კომენტარს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან დაკავშირებით, განიხილავს ამერიკელი პარტნიორების დამოკიდებულებას ამ საკითხთან მიმართებაში და კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს:

,,მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ თუ შევადარებთ რამდენიმე თვის წინანდელ ვითარებას, დღეს ცალსახად ეს საკითხი უკვე განრიგში არის და ამაზე თვითონ სვამენ კითხვებს. ქალბატონი რაისი, რომელსაც ჩვენ გუშინ შევხვდით, რომელიც თბილისში იმყოფებოდა – მან თვითონ იკითხა, რომ როგორ ვხედავდით გამოსავალს.

ჩვენ ვუთხარით, რომ აქ საუბარია, ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ჯანმრთელობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე ევროპაში. ეს ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით პოლარიზების შემცირებას ქვეყანაში, ასევე ქართული პოლიტიკური სპექტრის კონცენტრაციას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.

ჩვენ ხომ გვესმის, რომ ახლა ამას ვინც არ უნდა შეეცადოს – არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის თუ ნებისმიერი პარტიის წევრი, ჩვენ ,,სტრაატეგია აღმაშენებელი“ ცალკე პოლიტიკური ძალა ვართ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ გვესმის ძალიან კონკრეტულად, ამას ძალიან კარგად იგებენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებიც, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს.

მყიფე განვითარებადი დემოკრატიებისთვის პრეზიდენტების ციხეში ჩასმა არ არის სწორი. მესმის, რომ შეიძლება ფორმალისტურად ვინმე შეედაოს საზღვრის უკანონო კვეთას ჰქონდა ადგილი. ეს ძალიან კარგად ესმის ჩვენს ამერიკელ პარტნიორებსაც პირდაპირ გეტყვით, მაგრამ არ არის ეს ის თემა და საკითხი, სადაც ასეთი ფორმალისტური მიდგომებით უნდა ვიმუშაოთ.

რაც შეეხება იმ დამცინავ რიტორიკას – ცილებს აქ ვერ მიიღებს და იქ. ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ მიუთითებს ,,ქართული ოცნების’’ სახეზე. იმიტომ, რომ ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში.

მე მინდა ყველას ვუთხრა – ასე გაგრძელება შეუძლებელია. ცოტა უნდა ვინამუსოთ, გონს მოვეგოთ და რაღაც მომენტში სახელმწიფო, ეროვნული ინტერესები უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ. დამერწმუნეთ, რომ ისტორიული შავი ლაქა იქნება, ღმერთმა ნუ ქნას, მძიმედ დასრულდეს ყველაფერი, ეს ყველამ უნდა გავიაზროთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც მიადგა სვანეთს ასაოხრებლად, ყველა საიქიოში არის – ისტორიულად ასეა!!!✌️” – თაკო ჩარკვიანი

სვანეთში ჰესების მშენებლობის საკითხის წამოწევას მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება...

“მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს” – კახა კალაძე...

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...