ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა მწვავე განცხადებას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და საკითხთან მიმართებაში გამოჩენილ უყურადღებობასთან დაკავშირებით:
,,გვაქვს სიტუაცია, როდესაც პირდაპირ თვალწინ ადამიანი ილევა და კვდება. ვინც ამ დროს იძახის, რომ მე ეს არ მაინტერესებს, იმას ეს ქვეყანა არ აინტერესებს. ეს არის დასკვნა.
მე ვფიქრობ, რომ ყველა ძალისხმევა საერთაშორისო თუ შიდა, ახლა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. მერე შეგვიძლია ჩვენ თუ იქნება სწორი ფუნდამენტი ვისაუბროთ, ვიკამათოთ ეკონომიკაზეც, კეთილდღეობაზეც, სოციალურ საკითხებზეც.
ჯერ უნდა მოგვარდეს საბაზისო საკითხები. საბაზისო საკითხებში უნდა იყოს თანხმობა.
შესაძლებელია თუ არა ამ ქვეყანაში ადამიანი, ასე ყოველდღიურად კვდებოდეს ციხეში და ჩვენ ამას ვეგუებოდეთ?!
თუ ამას ვეგუებით, მაშინ დავანებოთ თავი დემოკრატიას, დავანებოთ ყველაფერს თავი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


