spot_img
მთავარისაერთაშორისო ურთიერთობები"საქართველოს მხარდამჭერი აქტი" ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატო-ს...

“საქართველოს მხარდამჭერი აქტი” ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას – საქრთველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ 2022 წლის 27 აპრილს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას. აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) 2021 წლის 8 თებერვალს წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა წარადგინეს. კანონპროექტს ამ ეტაპზე სულ 19 თანასპონსორი ჰყავს, როგორც დემოკრატიული, ასევე, რესპუბლიკური პარტიიდან.

„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებას თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი და ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევისა თუ იძულების გარეშე.

ორპარტიული კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, უკანონო დაკავებებისა და გატაცების ფაქტებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, ასევე მხარს უჭერს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასა და საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.

კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს.

კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

როგორც შემდგომი ნაბიჯი, პროცედურულად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკვე დამტკიცებული საკანონმდებლო აქტის პროექტი აშშ-ის სენატს გადაეგზავნება. სენატის შესაბამისი კომიტეტებისა და სენატის პლენარულ სესიაზე კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება და ხელმოწერის შემთხვევაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი კანონის ძალას შეიძენს.

კანონპროექტის ტექსტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
https://docs.house.gov/billsthisweek/20220425/BILLS-117hr923-SUSv1.pdf 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მედიასთან ურთიერთობის განყოფილება მიხეილ...

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

ვულოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს. ვუსურვებთ მათ მშვიდობასა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...