კვირა, აგვისტო 3, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველოს მთავრობა რუსეთთან ცდილობს შეინარჩუნოს ის ურთიერთობები, რომელიც...

საქართველოს მთავრობა რუსეთთან ცდილობს შეინარჩუნოს ის ურთიერთობები, რომელიც არსებობს – მაია ცქიტიშვილი

ლარის გაუფასურებაზე საუბრისას ვიცე-პრემიერი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, თავისი თანაგუნდელების მსგავსად, თითს ოპოზიციისკენ იშვერს და კონკრეტულ მიზეზებს ასახელებს:

გადატრიალების მცდელობების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის, პარლამენტში შევარდნის, შემდგომში, პირდაპირი ეთერიდან, მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინების და ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებული სანქციებით, მილიონ ნახევარი ტურისტის პრაქტიკულად დაკარგვით, ამ ყველაფერის შედეგად ჩვენ ვიღებთ იმ სურათს რა სურათსაც ვიღებთ დღეს და როდესაც ჩვენი სკანდალური ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფოს თითქოს არ აქვს პროგრამა, რა თქმა უნდა ტყუილია, ელემენტარულად არ მომერიდება ამის თქმა, იმიტომ რომ სახელმწიფოს ყველა ქმედება მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენი ბიზნესი, ჩვენი გლეხები, ჩვენი მეწარმეები გაძლიერდნენ. ვუწყობთ ხელს ყველა პროგრამით იმისთვის, რომ მათ შექმნან როგორც საწარმო შესაძლებლობები, გაყიდონ პროდუქცია, მოიზიდონ ტურისტი, ააშენონ სასტუმროები და ამით შემოიტანონ ჩვენს ეკონომიკაში უცხოური ვალუტა და ამით გავაძლიეროთ ლარი. ყველაფერი ეს ფუჭია, მაშინ როდესაც გარკვეული რადიკალური ოპოზიცია “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ პროცესს შეუშალონ ხელი და მუდმივ რეჟიმში ვიმყოფებოდეთ რევოლუციების და გადატრიალებების ჭიდილში” – აცხადებს მინისტრი.

ვიცე-პრემიერის პრეტენზია “ნაციონალური მოძრაობისა” და “რუსთავი 2”-ის მისამართითაც გაისმა, აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას:

ხელისუფლება სტაბილურობის და სახელმწიფო ინსტიტუციების და სახელმწიფოს გამართული მუშაობის შენარჩუნებით იყო დაკავებული და ამის გაკეთება უწევდა მას შემდეგ, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” და უშუალოდ თქვენმა ტელეკომპანიამაც და თქვენი ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა, პირდაპირ ეთერში ეცადნენ, კიდევ ერთხელ, ამ სტაბილურობის დარღვევა და საქართველოს მთავრობა ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობს შეინარჩუნოს ის ურთიერთობები, თუნდაც, რომელიც არსებობს, რომელიც ამ წლების განმავლობაში იმ პრაგმატული პოლიტიკის შედეგად რთულად მიღწევადი იყო და ძალიან რთულად მოსაძიებელი იყო ის გაყიდვები, ის ტურისტები, რომლებიც ჩვენ ჩვენს ქვეყანაში გვყავდა“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გესმის, ალბათ, რომ შექსპირის ყოფნა-არყოფნის ვერსიაში ხარ” – ლელა ჯეჯელავა კახა კალაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა თბილისის მერ კახა კალაძესთან დაკავშირებით ირონიულ...

“სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება, რა თქმა უნდა, უკავშირდება ჩვენს მზარდ რეიტინგს” – თინა ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...