კვირა, აგვისტო 3, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საუბარი დავიწყოთ და დავასრულოთ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით"...

“საუბარი დავიწყოთ და დავასრულოთ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ე.წ. “ჩელენჯის” (challenge) შეთავაზებით და ფეისბუქის პირადი გვერდიდან მიმართავ მედიის ცალკეული წარმომადგენლებსა და 4 პოლიტიკურ პარტიას, რომ მუდმივად, მათ ნებისმიერ გადაცემასა თუ გამოსვლაში მუდმივად იყოს საუბარი მიხეილ სააკაშვილზე:

მეგობრებო, თანამოაზრე პოლიტიკოსებო და ტელევზიით ხშირად მოსაუბრენო😍
მინდა ასეთი იდეა (challenge) გაგიზიაროთ:

ყოველი სატელევიზიო ჩართვა, პარტიული ბრიფინგი გავმართოთ რუსთავის ციხიდან.

ყოველი გამოსვლა, სულ რომ ამინდზე, ტრიგონომეტრიაზე ან მფრინავ სპილოებზე გვიწევდეს, საუბარი დავიწყოთ და დავასრულოთ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით. მეტიც თავად ციხის ფონზე საუბარი უკვე მეტყველი გზავნილია – თავისუფლება მიშას.

მესმის, ლოჯისტიკურად შესაძლოა რთულია, მათ შორის ტელევიზიებისთვისაც. სახლიდან, სტუდიიდან გაცილებით მოსახერხებელია საუბარი. დრო, საწვავი და ნერვები ნაკლებად იხარჯება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს თუნდაც მცირედი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია პუტინისა და ივანიშვილის ტყვეს, მიხეილ სააკაშვილის, დასახსნელად.

მნიშვნელოვანია პატიმრის გასამხნევებლად, მნიშვნელოვანია ამ უსამართლო და ისტორიული სირცხვილის ჩამოსარეცხად, მნიშვნელოვანია რომ ეს თემა მუდმივად იყოს დღის წესრიგში, სანამ არ მივაღწევთ მიზანს.

ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგრამ თუ ბევრნი დავნერგავთ ამ ძალიახმევას, მე დარწმუნებული ვარ რომ ის ამაოდ არ ჩაივლის“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიგი უგულავა და ამასთან ერთად სოციალურ ქსელში მონიშნა მედიის ცალკეული წარმომადგენლები და  4 პოლიტიკური პარტია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1340 ადგილი გამოიყოფა

"პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი...

“ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაგეგმილ...

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...