spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნაციონალური მოძრაობის" არცერთ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას არც განვიხილავთ...

“ნაციონალური მოძრაობის” არცერთ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას არც განვიხილავთ – ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კომენტარს აკეთებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ რეზულუციის პროექტზე უკრაინაში რუსეთის მხრიდან ჩადენილი დანასაულებების გენოციდად აღიარებასთან დაკავშირებით. მმართველი გუნდის ლიდერი აცხადებს, რომ რეზოლუციის ავტორების მთავარი მიზანი არის საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება:

,,მელია – კაცი, რომელიც პარლამენტიდან გავიდა, პარლამენტში აინიცირებს დოკუმენტს. წარმოიდგინეთ რამდენად კომიკურია უკვე მათი მდგომარეობა. ღიმილის მომგვრელიც აღარ არის, აბსოლუტურად მძიმე მდგომარეობაში არიან დღეს ისინი.

ჩვენ ვთვლით, რომ არცერთ მათ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას არც განვიხილავთ. იმიტომ, რომ ყველაფერი არის მიმართული ერთი და იგივე მიზნისკენ, ეს არის საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება.

ნებისმიერი ასეთი პროვოკაციული ინიციატივა პირდაპირ კავშირშია საქართველოში ომის გაჩაღების ინტერესთან.

ეს არის ომის პარტია. ნებისმიერი მათი ინიციატივა ემსახურება სწორედ ომის პარტიის ინტერესებს. შესაბამისად, ბუნებრივია ჩვენ ამ თამაშში არ შევალთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...