საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი კომენტარს აკეთებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე, ოპონენტებს აჟიოტაჟის ატეხაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამით ისინი ხავსს ეჭიდებიან:
,,რომც დავუშვათ, რომ ეს ჩანაწერი რეალობას ასახავს, ის აჟიოტაჟი, რომელიც თქვენ ატეხეთ და თქვენი მომხრეები ტეხენ, გულისხმობს და მიზნად ისახავს იმას, კვლავ და კვლავ, რომ ხავსს ეჭიდებით.
ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაზე უკეთ იცის ვის შეხვდა. შესაბამისად, მე გეუბნებით, რომ ეს შეხვედრა ვერ შედგა. ვინაიდან პრემიერმა გადაწყვიტა, რომ გადამისამართებულიყო ბიზნესმენი ბიზნესწრეებთან.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს დღეს კიდევ მორიგჯერ ახსენეთ ეს ადამიანი და მეკითხებით არის თუ არა ჩრდილოვანი მმართველი?! რასაკვირველია, ის მმართველი აღარ არის – ეს იცის პატარა ბავშვმაც. ის არც ჩრდილოვანი მმართველია. ის არსებობს, ის ცოცხალია, დიდხანს იქნება ჯანმრთელი და ბედნიერად ამ ქვეყნისთვის, როგორც სტაბილურობის გარანტი იყო მრავალი წლის მანძილზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


