spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას - მოაქციეთ სანქციების ქვეშ საქართველოს...

“მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას – მოაქციეთ სანქციების ქვეშ საქართველოს დიქტატორი, პუტინის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით და მის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე ამახვილებს ყურადღებას:

,,ივანიშვილის სანქცირების საკითხი გადაიქცა საერთაშორისო პრობლემად და დღეს უკვე უკრაინა, 40 მლნ-იანი სახელმწიფო, მისი უმაღლესი ხელმძღვანელობის სახით, ითხოვს რუსი ოლიგარქის დასანქცირებას, მისი ქონების ჩამორთმევასა და დაყადაღებას, როგორც ეს დაემართა ყველა სხვა რუს ოლიგარქს.

რეჟიმი გამომპალია! ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას – მოაქციეთ სანქციების ქვეშ საქართველოს დიქტატორი, პუტინის ოლიგარქი, რომელმაც ქართველი ხალხის სისხლი დალია და ამას აფგრძელებს. ჩვენ ქვეყანასთან მეგობრობა, ჩვენ ხალხთან ძმობა განსაზღვრული იქნება იმის მიხედვით, თუ ვინ გამოიყენებს სანქციებს ივანიშვილის წინააღმდეგ და ვინ შეიკავებს თავს.

როდესაც, 10 წლის უკან ვაშინგტონში, ჩვენ პირველად დავსვით საკითხი ივანიშვილის სანქცირებაზე, უცნაურად შემოგვხედეს, მაგრამ დღეს უკვე მოვიდა ის ჟამი, როდესაც გაცხადდა ვინ ვინ არის!

ევტუშენკოვთან ივანიშვილის საუბარი – ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ეს ნამდვილი, რეალური ფაქტია, ნამდვილი დამტკიცება, სრული დასტურია იმისა, რომ პუტინს ყველაზე ერთგული მოკავშირე, მსოფლიოშიც კი, არა მარტო საქართველოში, ჰყავს ბიძინა ივანიშვილი სახით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,”შეშფოთება” და “წუხილი”…!” –...

ევროპარლამენტარებს, მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ძალიან მარტივი ცხოვრებისეული ფორმულაა – ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი შიო III-ის არჩევიდან მეორე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...