საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას პოზიციასთან მიმართებაში საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით:
,,ფაქტობრივად, რეალურად პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნიათ.
მიზანი აქვთ მარტო, რომ ნებისმიერი გზით ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ.
როდესაც გეგმა, სტრატეგია, სამოქმედო ტაქტიკა არის რეალობას აცდენილი კონტრპროდუქტიული და შედეგი ვერ მოაქვს – ბუნებრივია, რომ ამ დროს ყოველთვის იწყება ხოლმე შიდა რყევა, დაპირისპირება, აზრთა სხვადასხვაობა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ინფორმაციისათვის: “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარეობს მსჯელობა გადაწყვეტილების მისაღებად – პარტიამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადოს თუ გააგრძელოს საპარლამენტო საქმიანობა?

