spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნოდარ მელაძე, როგორც მედიას აქვს კრიტიკის უფლება, ასევე...

“ნოდარ მელაძე, როგორც მედიას აქვს კრიტიკის უფლება, ასევე ყველას გვაქვს ამ კრიტიკაზე რეაგირების უფლება, თუ მას უსამართლოდ ჩავთვლით” – ნიკა მელია

ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის კრიტიკულ პოზიციას, ფეისბუქის პირადი გვერდიდან ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

ნოდარ მელაძე, როგორც მედიას აქვს კრიტიკის უფლება, ასევე ყველას გვაქვს ამ კრიტიკაზე რეაგირების უფლება, თუ მას უსამართლოდ ჩავთვლით.

სიტყვის თავისუფლება და მორალური კრიტერიუმები არის ის, რომელზეც შეიძლება ვერასდროს შევთანხმდეთ, მაგრამ თუ არ ვიდავებთ არ ვიქნებით საზოგადოება.

ჩემს დღის წესრიგს, პოლიტიკურ დღის წესრიგს და სამოქმედო გეგმას, წინასწარ არ ვუთანხმებ არცერთ მედიას და არც შენ ნოდარ – ასე ვიქცეოდი მუდამ, ასე ვთქვი გუშინ და ასე იქნება, სანამ პოლიტიკაში ვარ და აქ არაფერია გასაკვირი და საწყენი.

კონტექსტი ლაივში იყო, არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად დამახინჯების მცდელობა წინასწარ განწირული ქმედებაა.

მე ვარ გულწრფელობის მომხრე, როგორც ადამიანურ ურთიერთობებში, ისე პოლიტიკაში.
მედიასთან თანამშრომლობაზე არასდროს მითქვამს უარი, არც არასდროს ვიტყვი და კრიტიკულ კითხვებსაც ყოველთვის ვუპასუხებ.

განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან, მიუხედავად მათი პროფესიული კუთვნილებისა, ყოველთვის მზად ვარ და ვიქნები დისკუსიისთვის“, – აცხადებს ნიკა მელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს: "ნოდარ...

“ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად...

„წუხელ მოსული ნალექის რაოდენობამ ვარაზისხევში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...