ხუთშაბათი, მაისი 9, 2024

“მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება აღმოჩნდა უდიდესი ლუსტრაცია!” – ელისო კილაძე

ელისო კილაძე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში კონკრეტულ დამოკიდებულებაზე საუბრობს, რაც “ქრონიკა +”-ს მთავარ რედაქტორს არასწორად მიაჩნია:

დღეს ჯვარცმის დღეა და არ მინდა პოლიტიკური სტატუსებით გადაგღალოთ, მაგრამ… მიშაზე მინდა დავწერო!

ის ცხრა წელი, მიხეილ სააკაშვილზე ვრცელდებოდა ათასი ჭორ-მართალი და ეს რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი იყო.

ხშირად ამ ჭორების ავტორები შინაურებიც იყვნენ და საერთო გადაწყვეტილება იყო – დაიკიდეთ, არ უპასუხოთ. სად მიიყვანა ამ დაკიდებამ, ის ხელისუფლება, ვნახეთ.

ეს ცხრა წელი მიშას მიმართ იგივე გრძელდება, ისევ ჭორები და შავი პიარი. მის პარტიულ მეგობრებს თითი თითზე არ დაუკარებიათ, ამ ბრალდებების გასაბათილებლად. ყველა შეკერილი ბრალი შეარგეს მიშას. მეტიც, ბოლო დროს ტრენდული გახდა სააკაშვილის არხსენება. არხსენება მიტინგებზე, ეთერებში, დებატებში.

მისი საქართველოში დაბრუნება აღმოჩნდა უდიდესი ლუსტრაცია!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული