spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგვინდა მეტი მხარდაჭერა ამერიკისგან? ამისთვის საჭიროა მეტი რეფორმები....

გვინდა მეტი მხარდაჭერა ამერიკისგან? ამისთვის საჭიროა მეტი რეფორმები. გვინდა ნატო? ამისთვისაც მეტი რეფორმებია საჭირო, გვინდა ევროკავშირი? ისევ და ისევ მეტი რეფორმები და ცვლილებებია საჭირო – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სენატორებისა და კონგრესმენების პოზიციას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ აიძულონ დაადგეს ნორმალურ და ცივილურ გზას. როგორც ვაშაძე აცხადებს, ის მომავალ კვირაში ვაშინგტონში მიემგზავრება, სადაც კონგრესმენებსა და სენატორებს კვლავ შეხვდება:

ღიად და გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა დეტალურად იციან ყველა ის საკითხი და პრობლემა, რომელიც საქართველოში დგას. პირველი – ეს არის უსაფრთხოება, მეორე – ეს გახლავთ დემოკრატიული რეფორმები და მესამე – არის, რომ საქართველომ თვითონ უნდა გადადგას ნაბიჯები ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანებისთვის და მივიღოთ მეტი მხარდაჭერა ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან.

გვინდა ნატოს წევრობა? ეს გასაღები არის ჩვენს ხელში. მეტი რეფორმა, მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფალი სასამართლო, მეტი განვითარებული ეკონომიკა არის გზა ნატოში ინტეგრაციისთვის, ზუსტად იგივეა ევროკავშირთან მიმართებაშიც. ამიტომ ვფიქრობ, სენატორებისა და კონგრესმენების პოზიციას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ დაადგეს ნორმალურ და ცივილურ გზას და არ განაგრძოს ის ანტიდემოკრატიული სვლები, რაც დღეს აქვს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, გვინდა მეტი მხარდაჭერა ამერიკისგან? ამისთვის საჭიროა მეტი რეფორმები. გვინდა ნატო? ამისთვისაც მეტი რეფორმებია საჭირო, გვინდა ევროკავშირი? ისევ და ისევ მეტი რეფორმები და ცვლილებებია საჭირო.

იმ გზით რა გზითაც ახლა „ქართული ოცნება“ მიდის ეს ყველაფერი არ იქნება.

რაც შეეხება პარტნიორების მხრიდან მეტ გარანტიას, მომავალ კვირას მე მივემგზავრები ვაშინგტონში და შევთანხმდით ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან, რომ მათთან მექნება ასევე შეხვედრები, სადაც უფრო დეტალურად გავივლით თუ რა საბოლოო პოზიცია ექნებათ მათ.

ერთი რამ ცალსახაა, ამხელა დელეგაციის ჩამოსვლის მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ ყველას პირველ რიგში კი ქართველ ხალხს გააგებინონ, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით დგას და მათთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული საქართველო“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის” – ირაკლი კობახიძე “ოპოზიციის ალიანსზე”

"ოპოზიციის ალიანსი" 26 მაისის მასშტაბული საპროტესტო აქციისთვის ემზადება. აღნიშნულთან...

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...