spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აღარ ვაპირებ ენის მოჩლექით საუბარს იმათთან, ვინც ატარებს...

“აღარ ვაპირებ ენის მოჩლექით საუბარს იმათთან, ვინც ატარებს აქციებს და მიხეილ სააკაშვილის, რაღაცნაირად, მიჩქმალვას ცდილობს” – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა “მთავარ აქცენტებში” თავისი პრინციპული პოზიცია დააფიქსირა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში:

მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

დღეს მე ვიყავი ციხეში, გუშინ – სასამართლოზე, იმის წინ კიდევ ერთხელ ციხეში და ა.შ.

სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ ყველანი, ყველანი – ვიმეორებ ამას, შევეჩვიეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება. ამას ჩვენ მივეჩვიეთ და გადავწყვიტეთ შევეგუოთ ან მდგომარეობას, რაღაც თვალსაზრისით. ან ვიფიქროთ იმაზე, რომ სხვა გზა არა გვაქვს, ან ვიფიქროთ იმაზე, რომ უღონოები ვართ, ან ვაგინოთ ოპოზიციას, რომ არაფერს არ შვრება, ან ვიფიქროთ მომავალზე – რომ მოკვდება ბიძინას ხომ “დაერხევა”, შესაბამისად ახალი კოალიცია მოვა ხელისუფლებაში, მეც ვიქნები და მაშინ ვიტყვი – მიშა რატომ მოკვდა?

მინდა გულწრფელად ვთქვა ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.

პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩემი მდგომარეობა არის მძიმე, არა როგორც მისი უფლებადამცველის, არამედ როგორც მისი მეგობრის. მასთან ყოველი შემდგომი შეხვედრა არის კიდევ უფრო დაუძლურებულ და ღონემიხდილ ადამიანთან საუბარი.

შესაბამისად, ამ ეტაპზე, აღარ ვაპირებ ენის მოჩლექით საუბარს იმათთან, ვინც ატარებს აქციებს და მიხეილ სააკაშვილის, რაღაცნაირად, მიჩქმალვას ცდილობს – ან ტაქტიკური მოსაზრებებით ამბობს, რომ მოდით მიხეილ სააკაშვილი არ ვახსენოთ, ან გულწრფელად ფიქრობს, რომ რატომ უნდა იყოს ნახსენები მიხეილ სააკაშვილი აქციაზე? მე ასეთ აქციებს მხარს არ დავუჭერ! ასეთ აქციებზე არ მივალ და არცერთ ასეთ ადამიანს ჩემი მხარდაჭერა არასდროს ექნება!

როდესაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, უბრალოდ ადამიანი, ჩვეულებრივი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ჯერ იყო წამების მსხვერპლი და ახლა არის მინიმალური სამედიცინო დახმარების არაღმოჩენის მსხვერპლი, როცა ასეთ ადამიანზე ვინმე იტყვის რომ ის არ უნდა ახსენონ – ასეთი ადამიანების არც თანაგრძნობა მექნება, არც მათ გვერდით დავდგები, გავაკრიტიკებ ან არ გავაკრიტიკებ, ნებისმიერ შემთხვევაში მათი არსებობა ჩემთვის იქნება სულერთი.

თუ სააკაშვილის სიცოცხლე არის უმნიშვნელო, რაღაც მოტივებით მას არ ახსენებ, გინდა ძველი წყენების გამო და კიდევ უარესი – პრაგმატული პოლიტიკური მოსაზრებებით, ასეთი ამორალური ახალი მთავრობა მე არ მჭირდება, ამორალური მთავრობა მე ისედაც მყავს “ქართული ოცნების” სახით და რატომ უნდა ვიღვაწო, რომ ახალი ამორალური ხელისუფლება მოვიდეს?!

იმ ადამიანების გვერდით, ვინც ელოდება სააკაშვილის სიკვდილს (ასეთები არიან ამ ქვეყანაში და არა მარტო ქოცებში) არა თუ არ ვიქნები, იმ ადამიანებს გავანადგურებ, როგორც შემეძლება, პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ ამას, – როგორც პოლიტიკურად, ისე მორალურად, ფიზიკური განადგურების მომხრე მე არ ვარ. ასეთ ადამიანებს პოლიტიკურ და მორალურ დღის სინათლეს მე არ ვაჩვენებ. ამ ადამიანებში მე ვგულისხმობ მათ, ვისაც შიზოფრენია სჭირთ და ურჩევნიათ სააკაშვილი მოკვდეს, რომ ამის გამო “ოცნება” შეიცვალოს. ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ, არიან ე.წ. თავგადაკლულ “მიშისტებშიც” და ასეთები არიან ოპოზიციაშიც, რომლებიც ფიქრობენ იმაზე, რომ “ქართული ოცნების” დასასრულის ერთადერთი რეცეპტი არის ეს და შემდეგ უკვე ჩვენ მოვიმკით მოსავალს. არა, ვერ მოიმკით მოსავალს, იმიტომ რომ სააკაშვილი არ მოკვდება! ვერ მოიმკით მოსავალს, იმიტომ რომ “ქართული ოცნება” შეიცვლება იმ ადამიანებით ვინც პრინციპულია, ვისაც მორალი და ფასეულობები აქვს და ვინც სააკაშვილს გადაარჩენს, მათ შორის, თუ არა პირველ რიგში და ისინი მოიმკიან მოსავალს. “მოსავალში” კი იგულისხმება სახელმწიფო სადავეების ხელში აღება“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს” – კახა კალაძე...

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების...

“ჩვენ იძულებული ვართ ვითმინოთ და ავიტანოთ ეს ხალხი ჩვენს გვერდით, რადგანაც ფორმალურად “დემოკრატიული პლურალიზმი”...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მძიმე მინიშნებებს...

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...