,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე შეფასებას აკეთებს ქართული დელეგაციის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით და იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი პარტია შეძლებს და უკრაინასთან ურთიერთობებს დაალაგებს:
,,საქართველოს პარლამენტის სახელით ,,ქართული ოცნება“ ოპოზიციის მხრიდან იძულების შემდეგ ჩავიდა უკრაინაში და იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ არა მხოლოდ ჩავა, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ უკრაინულ მხარესთან დალაგდეს ურთიერთობა.
დანარჩენი, რომელი პარტია რას იზამს ეს იმ პარტიის გადასაწყვეტია. ამას საზოგადოება შეაფასებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

