მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მწვავე განცხადებას აკეთებს მმართველი პარტიის მიმართ, მათი დამოკიდებულების გამო საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებაში:
,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად ანადგურებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. ამის გამოძახილი არის ის, რომ უკვე მეოთხე თვეა მასთან არ დაუშვიათ მისი ექიმი, ასევე არ უშვებენ კონსილიუმის წევრებს.
ბუნებრივია, ეს მიუთითებს სწორედ ხელისუფლების ნებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვერ მიიღოს ადეკვატური მკურნალობა.
საერთაშორისო ასპარეზზეც, მათ შორის ისეთ მაღალ ტრიბუნაზე, როგორიც არის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში – იქაც კი საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


