ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ გამორიცხულია რეაგირების გარეშე დარჩეს...

“მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ გამორიცხულია რეაგირების გარეშე დარჩეს ასეთი სადამსჯელო ღონისძიებების გატარება” – ნიკა გვარამია 5-6 ივლისის დარბევებზე

,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია განცხადებას აკეთებს 5-6 ივლისს მომხდარ ფაქტებთან მიმართებაში და ამასთან მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყველა მოუფრთხილდეს თავის სიტყვას მედიასთან დაკავშირებით, რათა შემდეგ არ მოხდეს მისი არასწორი ინტერპრეტირება:

,,ძალიან მნიშნელოვანია, რომ ჩვენ აღვიდგინოთ პირვანდელი მდგომარეობა ის, რაც იყო 5-6 ივლისამდე – ერთის მხრივ, მათ შორის ადამიანის მორალური ზიანი ანაზღაურდეს, ტექნიკური პარკი შეივსოს კვლავ, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველასთვის.

მაგრამ მთავარი ის არის, რომ იყოს ე.წ. პრევენციული სასჯელი მთავრობისთვის, რომ მან იცოდეს, გამორიცხულია რეაგირების გარეშე დარჩეს ასეთი სადამსჯელო ღონისძიებების გატარება.

ჩვენ იმაზე არც ვსაუბრობთ, რომ განმაპირობებელი ამ ყველაფრის იყო საკუთრივ მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება, ეს ცოტა სხვა სფეროს საკითხია, ამიტომ აქ ამ ნარატივს არ შემოვიტან.

თუმცა, ყველას მოვუწოდებ ხაზგასმულად, გაუფრთხილდეს ნებისმიერ თავის სიტყვას მედიასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ნებისმიერმა თუნდაც არასწორად ინტერპრეტირებულმა გამონათქვამმა შეიძლება კვლავ გამოიწვიოს “ტრიდერი” გახდეს ასეთი ტიპის ქმედების“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ინფორმაციისთვის:არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ განცხადება გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ 18 აპრილს სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს ტელეკომპანიების “მთავარის”, “ფორმულასა” და “TV პირველის”, ასევე On.ge-ს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებების დასაცავად, რომელთა წინაშეც სახელმწიფომ არ შეასრულა მასზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება და არ უზრუნველყო მათი უსაფრთხო საქმიანობა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ერთი რამ ვიცი ზუსტად, ვლადიმერ პუტინი არ დათმობს შავ ზღვას, ოდესამდე მივა…” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის მოსაზრებას გამოთქვამს გეოპოლიტიკურ პროცესებთან...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ტრამპის საგარეო პოლიტიკამ დასაშვები გახადა ომის დამნაშავის გვერდით დგომა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებაზე...

“ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ შეფასება-შედარებას ახდენს მისი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...