spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკა სინამდვილეში...

“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკა სინამდვილეში ეს არის ფარსი – სინამდვილეში, ეს არის ინსტრუმენტები, რომ დაიბრუნონ ძალაუფლება” – შალვა პაპუაშვილი

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა სინამდვილეში ეს არის ფარსი, საქართველოსთან, უკრაინასთან, პატრიოტიზმთან, სამშობლოსთან, სიცოცხლესთან, სიკვდილთან დაკავშირებით საჯარო დამოკიდებულება არის მხოლოდ ფარსი და სინამდვილეში, ეს არის უბრალოდ ინსტრუმენტები იმისთვის, რომ თავის მთავარ პოლიტიკურ მიზანს მიაღწიონ – დაიბრუნონ ძალაუფლება“, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეკითხვას, როგორ შეაფასებდა „ნაციონალური მოძრაობის“ უარს ინტერპარტიული დელეგაციის უკრაინაში ვიზიტში მონაწილეობაზე.

ყველა მიზეზი მათთვის არის კარგი – თუ დასჭირდებათ, ისაუბრებენ პატრიოტიზმზე, რომ ამერიკაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, თუ დასჭირდებათ, იტყვიან რომ პირიქით – მოვისმინეთ ანტიამერიკული განცხადებები. ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, არის ის ფარსი და იმიტაცია პატრიოტიზმის, ემპათიის, თითქოს ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვის. ჩვენ ვხედავთ., რომ ნებისმიერ ასეთ თემას ისინი უბრალოდ პოლიტიკურად იყენებენ ერთადერთი მიზნით, რომ დაიბრუნონ ის აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც ჰქონდათ და ჩამოართვა ქართველმა ხალხმა და რომელიც მათ ასე სურთ, რომ დაიბრუნონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველა ქართველი რომ ისწავლის ასე ხელის შებრუნებას, სწორედ მაშინ შეწყდება ღორების შემოსევა” – მიხეილ...

კახეთში, სასტუმროში, გავრცელებული ინფორმაციით, რუს ტურისტებთან მიმართებით მომხდარ ფაქტს,...

“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს: "ნოდარ...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...