კვირა, ივნისი 29, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე იმ ბიჭების გვერდით, ვინც...

“ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე იმ ბიჭების გვერდით, ვინც სიცოცხლის ფასად იცავს თავისუფლებას” – ნიკა მელია

უკრაინაში ჩასული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები სხვადასხვა შეხვედრებს მართავენ. იყო შეხვედრა უკრაინაში მებრძოლ ქართველ მეომრებთან. შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მხარდაჭერას უცხადებს რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ მეომრებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია:

ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე იმ ბიჭების გვერდით, ვინც სიცოცხლის ფასად იცავს თავისუფლებას, ვინც უკრაინაში იბრძვის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს თავისუფლებისთვის.

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სად იბრძვი თავისუფლებისთვის, ბოროტების დასამარცხებლად – თავისუფლებისთვის ბრძოლა არ ცნობს გრძედებს და განედებს. საამაყო და მისაბაძია ყველა მებრძოლი, რომელიც იბრძვის მტარვალების წინააღდეგ და მე, ნამდვილად მეამაყება დღეს მათ გვერდით დგომა, თავად მმატებს მხნეობას მათი გამხნევება!

ჩვენი ბიჭები გმირულად, უკომპრომისოდ იბრძვიან ყველგან, სადაც კი მძიმე ბრძოლები მიდის, სადაც კი წყდება ომისა და მშვიდობის ბედი, სადაც იწერება ახალი ევროპის, ახალი მსოფლიოს ისტორია.

ეს ისტორია იწერება გმირების სისხლით, მათ შორის, ქართველი გმირების სისხლით!
ქედს ვიხრი ბრძოლის ველზე დაცემული ყველა მებრძოლის გმირობისა და მარადიული ხსოვნის წინაშე. ვიზიარებ მათი ოჯახების ღრმა მწუხარებას!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნიკა მელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დუმილი არ ნიშნავს, რომ შენ ნეიტრალური ხარ, დუმილი დღეს პოზიციაა!” – სერგო ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, გასული საუკუნის ისტორიიდან...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ჩვენ გვაკავებენ არა დანაშაულისთვის, არამედ სიმართლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაპატიმრების წინ საზოგადოებას ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...