spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისოხუმს ექნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე აეროპორტი -...

სოხუმს ექნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე აეროპორტი – ვასო ურუშაძე

“HUB Georgia”-ს აღმასრულებელი დირექტორი, სოხუმის აეროდრომისთვის საერთაშორისო აეროპორტის სტატუსის მინიჭების გეგმებთან დაკავშირებით, რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

გუშინ, პუტინის პროპაგანდისტულმა საინფორმაციო საშუალებებმა, გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს რამდენიმე წლის შემდეგ, სოხუმის აეროდრომს მიენიჭება საერთაშორისო აეროპორტის სტატუსი და დღეში 5 ათასამდე მგზავრს მოემსახურება. ეს, რა თქმა უნდა, ტყუილი და მორიგი პროვოკაციული ნაბიჯია რუსეთის მხრიდან.

დიახ, ძალიან მალე, როცა აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, სოხუმს ნამდვილად ექნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ლამაზი აეროპორტი და ის მოემსახურება მგზავრებს მთელი მსოფლიოდან.  აფხაზეთი გახდება სამოთხე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იქ იცხოვრებს და დასასვენებლად ჩავა, სოხუმი კი – ერთ-ერთი ყველა სწრაფად განვითარებადი ტურისტული ქალაქი მსოფლიოში, ისეთივე  როგორიც დღეს ბათუმია. ამას ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, მას  შემდეგ რაც დამარცხდება ბოროტების იმპერია, პუტინის დამპყრობლური და კაცთმოძულე რეჟიმი, მას შემდეგ რაც აფხაზეთი კვლავ საქართველოს განუყოფელი ნაწილი გახდება.

მანამ, სანამ რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები, სამწუხაროდ, ამის განხორციელება შეუძლებელია. საქართველოს ნებართვის გარეშე შეუძლებელია სოხუმის აეროპორტმა მიიღოს საერთაშორისო აეროპორტის სტატუსი. ამას მკაცრად არეგულირებს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO), რომელიც აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიად აღიარებს. იმისთვის, რომ ICAO-მ სოხუმის საერთაშორისო აეროპორტს მიანიჭოს შესაბამისი კოდი, მასზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უნდა გასცეს ვარგისობის სერთიფიკატი და  მუდმივ რეჟიმში განახორციელოს უსაფრთხო ექსპლუატაციაზე  ზედამხედველობა, რაც ოკუპირებული ტერიტორიების შემთხვევაში შეუძლებელია.

 მიუხედავად ამისა, თუ რომელიმე რუსული ავიაკომპანია მაინც შეასრულებს ფრენებს, თუნდაც რუსეთის ტერიტორიიდან სოხუმის მიმართულებით, ის დაარღვევს საქართველოს კანონს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” და წინააღმდეგობაში მოვა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებთან”, – აცხადებს ვასო ურუშაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

“26 მაისის და 9 აპრილის მონაპოვარი უბრალოდ გააუქმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ” – გია ჯაფარიძე

საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...