spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიGDI: "ქართული ოცნება" 14 აპრილს მიღებული კანონით ხელისუფლების...

GDI: “ქართული ოცნება” 14 აპრილს მიღებული კანონით ხელისუფლების შტოებს შორის დაბალანსების მექანიზმს ასუსტებს

ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) განცხადებას ავრცელებს საქართველოს პარლამენტის მიერ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით:

GDI მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ ორგანოთა საკონსტიტუციო სასამართლოში დავის მანდატის შემცირების შესახებ ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება არსებულ კონსტიტუციურ წესრიგსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ კონსტიტუციურ სტანდარტებს. პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით კი პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებული ცვლილებები პოლიტიკური კინკლაობის ინსტრუმენტი უფროა, ვიდრე კანონშემოქმედებითი პროცესით სამართლებრივი სიკეთის შექმნის მცდელობა.

2022 წლის 14 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო მმართველი პარტიის წარმომადგენლების, საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილისა და რატი იონათამიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ორგანოთა შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე კონსტიტუციური დავის აღძვრის საფუძვლებისა და მისი ეფექტების მოდიფიცირებას. ხაზგასასმელია, რომ ორგანულ კანონში ცვლილებები საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას/მმართველ პოლიტიკურ ძალას შორის წარმოშობილი პოლიტიკური უთანხმოების გამოძახილია. ცვლილებები დროში ემთხვევა, ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციური დავის წამომწყების ანონსს.

მიღებული კანონი კონსტიტუციური სტანდარტისგან გვერდის ავლით ამცირებს კომპეტენციათა შორის დავის მანდატის ფარგლებს. ორგანულ კანონში ცვლილებამდე არსებული ჩანაწერისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სპეციალურ სახელმწიფო ორგანოს შეეძლო ედავა არამხოლოდ საკუთარ ექსკლუზიურ კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხზე, არამედ სხვა სპეციალური სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებზეც. მსგავსი მოწესრიგება ეფუძნება ხელისუფლების დანაწილების პრიციპს და უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა შორის ეფექტიანი შემაკავებელ-გამაწონასწორებელი მექანიზმების არსებობას. ქართული ოცნება კი ცვლილებებით ხელისუფლების შტოებს შორის დაბალანსების მექანიზმს ასუსტებს და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მათი მანდატის შემცირებას ცდილობს.

ასევე, პრობლემურად მიგვაჩნია სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შედეგების მოდიფიცირება. კანონის მიხედვით სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს კომპეტენციის დამრღვევი ნორმატიული აქტის/ქმედების ძალადაკარგულად ცნობას – კარგავს ეფექტს სამომავლო სამართლებრივი ურთიერთობებისთვის. კანონის ჯერ კიდევ დღეს მოქმედი რედაქცია უზრუნველყოფს კომპეტენციის დამრღვევი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად ცნობას მისი ამოქმედებების მომენტიდან, რაც მის საფუძველზე განხორციელებული ყველა ქმედების ბათილობის საფუძველია. ცვლილებებით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ აბათილებს რა არაკონსტიტუციურდ ცნობილი აქტის მოქმედებით მიღებულ სამართლებრივ შედეგებს, არაეფექტურს ხდის სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციებს შორის დავის წარმოებას და შეიცავს თითოეული სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილების შეუქცევადად შელახვის საფრთხეს.

მიღებული კანონი აფართოებს კონსტიტუციური დავის მწარმოებელი სახელმწიფო ორგანოს შესაძლო სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადობას უქვემდებარებს არამხოლოდ ნორმატიულ აქტს, რომელიც შეიძლება არღვევდეს სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილებას, არამედ სახელმწიფო ორგანოს იმგვარ მოქმედებას თუ უმოქმედობას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან.

GDI აღნიშნავს, რომ ცვლილებებით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოს ქმედებას/უმოქმედობის კონსტიტუციური კონტროლის ფარგლებში შეფასება, თავისთავად, წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციურ მართლწესრიგთან და იგი სახელმწიფო ორგანოებს შორის ეფექტურ შემაკავებელ-გამაწონასწორებელ მექანიზმადაც კი შეიძლებაა ჩაითვალოს. ის, რაც ამ ნაწილში სათუოს ხდის საკანონმდებლო ცვლილებების თავსებადობას სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან და, ამდენად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მისი ლეგიტიმაციის ხარისხსს, არის მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ სამართლის ინსტრუმენტალიზაციის მცდელობა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

GDI მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით კანონის სულისკვეთება საქართველოს ნორმატიულ სივრცეში არსებულ ზოგად საკანონმდებლო ხარვეზზე რეაგირება არ არის. მის ინიცირებამდე განვითარებული პროცესები კი აჩენს საფუძვლიან ეჭვს ინიციატორთა რეალურ მიზნებთან დაკავშირებით. ამდენად, სპეციალურ სახელმწიფო ორგანოებს ამ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის რეალური საფუძვლები აქვთ,” – ნათქვამია განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სალომე ზურაბიშვილმა მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა, მერამდენე უკვე სათვალავი მერევა…” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“შიო მესამე უკვე დაღმავალ გზაზე შემდგარ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...