ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემი სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ყოფილიყო...

“ჩემი სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ყოფილიყო მრავალპარტიული” – შალვა პაპუაშვილი

„ჩემი სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ყოფილიყო მრავალპარტიული – გვქონდა საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შევთავაზეთ, ყოფილიყო თანაბარი წარმომადგენლობა, თუმცა, არ იყო თანხმობა და შემდეგ, კვლავ შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან იყოს თითო წარმომადგენელი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე, უკრაინაში უახლოეს დღეებში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მას და უკრაინის რადას სპიკერს, შორის მეგობრული და თბილი საუბარი შედგა და რუსლან სტეფანჩუკმა ქართველი კოლეგა უკრაინაში კიდევ ერთხელ მიიწვია.

ამ დღეების განმავლობაში მქონდა კომუნიკაცია უკრაინის რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან. მეგობრული და თბილი საუბარი გვქონდა, ბევრ საკითხში გავერკვიეთ. მან დაადასტურა საკუთარი მიწვევა, რომ ვეწვიო უკრაინას და იქ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს ვიზიტი, ალბათ, უახლოეს დღეებში შედგება. ახლა ვარკვევთ ორგანიზაციულ საკითხებს.

ჩემი სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ყოფილიყო მრავალპარტიული – გვქონდა საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეთავაზება გვქონდა, თანაბარი წარმომადგენლობა ყოფილიყო, თუმცა, არ იყო თანხმობა და შემდეგ, კვლავ შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან იყოს თითო წარმომადგენელი. მართალია, ამ შემთხვევაში, უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა, რომ თავის მხრივ, არ გაიზარდოს წარმომადგენლობა, თანაბრობის პრინციპი ამ შემთხვევაში დაირღვევა და ოპოზიციური უმრავლესობის დელეგაცია იქნება, თუმცა, გამომდინარე ამ ვითარებიდან, ეს შეთავაზება, ვფიქრობ, სწორი იყო და აქედან გამომდინარე, თხოვნა მექნება ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომ დროულად მოგვაწოდონ საკუთარი კანდიდატები ამ დელეგაციისთვის.

მექნება კომუნიკაცია ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ვინაიდან ორგანიზაციულად გვესმის ყველას, რომ არ არის ადვილი ამ ვიზიტის ორგანიზება, არის საკმაოდ საჩქარო საკითხი. იმედი მაქვს, რომ დღის პირველ ნახევარში ჩვენ ეს საკითხი უნდა გავარკვიოთ და ველი ყველა პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცების დიქტატურა ისტორიაში შევა როგორც ნიფხავგამოხეული დიქტატურა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველ პარტიას კონკრეტულ...

“მე და ჩემი მეგობრები გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება” – გელა ხასაია

აქტივისტ, გელა ხასაიას 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 16 აპრილს...

“ის ბრძენი, რუსი კაცი გაცოფებულია – ყოველდღიურად მილიონების ზარალს ნახულობს” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“რეჟიმის შიგნიდან ჩამოშლა დაწყებულია. მას ვერაფერი გააჩერებს” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის, ხელისუფლების სხვადასხვა...

“რა მოუტანა ქვეყანას ამ 13-წლიანმა რეჟიმმა? – უპერსპექტივობა, ძალადობა, ძარცვა, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია”...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

აბა თუ მიხვდებით რა აქვთ საერთო კობახიძეს, პაპუაშვილს და ოხანაშვილს, რომლებზეც კრემლმა პირდაპირ გააკეთა...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს...