spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა დაწყებით საფეხურზე სწავლის...

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის ცვლილებას

პარლამენტმა 86 ხმით, ერთხმად, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია, რომელიც პირს უსრულდება პირველ ოქტომბრამდე,

მრავალი წელია საკითხი, რომელიც ბავშვის სკოლაში შესვლის ასაკს ეხება, აქტუალურია საზოგადოებაში. ამ კუთხით არაერთი კვლევა ჩატარდა და მოსაზრება გამოითქვა. ამ ყველაფერზე დაყრდნობით საზოგადოებრივი აზრი იხრება იქით, რომ ყველაზე სწორი, ყველაზე ლოგიკური და ყველაზე სამართლიანია დაწყებით საფეხურზე სწავლა დაიწყონ იმ ბავშვებმა, ვისაც 6 წელი უსრულდება 31 დეკემბრის ჩათვლით. თუმცა, ამას სჭირდება შესაბამისი მომზადება, რომ სისტემა მზად დახვდეს აღნიშნული ნაკადის მიღებას.

ჩვენ ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით და ეტაპობრივად გადავწევთ ვადას, თუმცა ამ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გადაგვედო ეს საკითხი შემდგომი წლისთვის და იმ მცირე და ყველაზე მწვავე პერიოდის კონტიგენტს წელსვე შეხებოდა ეს ცვლილება“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა კანონპროექტის წარდგენისას.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი, ხათუნა კვიციანი, მაია მენაღარიშვილი, ვლადიმერ კახაძე, ბექა დავითულიანი, როსტომ ჩხეიძე და რამინა ბერაძე.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იქნებ 26 მაისის საპროტესტო აქციაზე კატეგორიულად გამოიკვეთოს მოთხოვნები” – ბეჟან ჯავახია

26 მაისისთვის "ოპოზიციის ალიანსის" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კონკრეტული...

“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია...

“ეხლა აღარ გინდათ სალომე ზურაბიშვილი და ცდილობთ ბალასტად ქცეული მოიშოროთ?” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციურ სპექტრში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...