კვირა, მაისი 11, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"რა დასკვნები უნდა გააკეთოს საქართველომ რუსეთ-უკრაინის ომისგან?" -...

“რა დასკვნები უნდა გააკეთოს საქართველომ რუსეთ-უკრაინის ომისგან?” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

თვეზე მეტია უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთი დაპყრობით ომს აწარმოებს. ბევრი ექსპერტი და პოლიტიკოსი ამტკიცებდა, რომ 21-ე საუკუნეში ევროპის კონტინენტზე შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდს გამოიწვევდა, შეუძლებელი იყო. მათი მოსაზრებით კაცობრიობა საკმაოდ გაიზარდა იმისთვის, რომ ადამიანების მასობრივი ხოცვა-ჟლეტვა არ დაუშვას. მაგრამ დავინახეთ, რომ რუსეთი არ ცნობს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და არც ზოგად ფასეულობებს იზიარებს.

ჩვენი სურვილების მიუხედავად ომი დაიწყო, გრძელდება და კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს არავინ არ იცის. რაც არ უნდა მომხიბლავად და პაციფისტურად ჟღერდეს მსგავსი განცხადებები, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ომისგან თავის არიდების საუკეთესო საშუალებად იყო, არის და იქნება მისთვის მზადება.

მსოფლიოში ყველაზე ნეიტრალურ ქვეყნებსაც, რომელთაც არავითარი ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნიათ სხვა სახელმწიფოების მიმართ, ძლიერი ჯარი და კარგად განვითარებული სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა გააჩნიათ. ამის კარგი მაგალითი შვეიცარიაა. ჩვენს ადრინდელ სტატიაში საუბარი გვქონდა სამოქალაქო თავდაცვაზე, სადაც შვეიცარიის გამოცდილებაც განვიხილეთ.

მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ჰიტლერის წინაშე დადგა საკითხი, შეჭრილიყო თუ არა მეზობელ შვეიცარიაში, მის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა ამ ქვეყნის სამხედრო რესურსმა იქონია. გერმანელები მიხვდნენ, რომ შვეიცარიის ოკუპაცია მისი რთული მთაგორიანი რელიეფისა და ძლიერი სამოქალაქო თავდაცვის სისტემის პირობებში, მათთვის მარტივი გასეირნების ტოლფასი არ იქნებოდა, ამიტომ ამ ავანტიურაზე ხელი აიღეს. საკუთარი სამხედრო და ფინანსური რესურსები სხვა სახელმწიფოებისკენ მიმართეს და როგორც დრომ აჩვენა, მათი მოქმედება სამხედრო თვალსაზრისით გამართლებული აღმოჩნდა. ასე, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს შვეიცარიას სამხედრო აგრესია, არა მარტო მისმა ნეიტრალიტეტმა, არამედ კარგად განვითარებულმა თავდაცვის სისტემამ აარიდა.

თუ შვეიცარიის გამოცდილებას გავიზიარებთ, მოსაზრება – თითქოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ზრდა მხოლოდ სამხედროების მოვალეობა და თავის ტკივილია, მცდარია და ეს უკრაინის მაგალითმაც კარგად დაადასტურა. შეიარაღებული ძალების ტაქტიკური მოქმედებებით (ეს უკანასკნელი, რაც არ უნდა ეფექტური იყოს) ომს ვერ მოიგებ. საჭიროა სახელმწიფოს მედეგი თავდაცვის სისტემის აგება, სადაც თავდაცვის სამინისტრო მასში მხოლოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე. ამიტომ დაცვის ეფექტური სისტემის აგება სახელმწიფო მართვის სფეროს განეკუთვნება და სამხედროების პარალელურად სხვადასხვა პროფესიის ადამიანების, მათ შორის პოლიტიკოსებისა და ეკონომისტების ფიქრისა და განხილვის საგანსაც უნდა წარმოადგენდეს.

პოლიტიკურად სტაბილურ სახელმწიფოში, რომელიც სოციალურ თემებზეა ორიენტირებული, სამოქალაქო საზოგადოების არსებობა, მისი მაღალი ბრძოლისუნარიანობის მთავარი წინაპირობაა. როცა ყველა მოქალაქემ იცის რისთვის და რატომ უნდა იბრძოლოს, ეს მოტივაციას, დაიცვას საკუთარი ქვეყანა, ერთი ორად ზრდის.

სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერე ერთის მხრივ იმის გარანტიაა, რომ სამხედრო ძალებს თანამედროვე შეიარაღება და აღჭურვილობა ექნებათ, ხოლო მეორეს მხრივ საომარი მოქმედებების დროს ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისებს გაუძლებს და ფინანსურად არ ჩამოინგრევა.

ჯამში, სამხედროების პროფესიონალიზმი და კარგად მომზადებული სამხედრო რეზერვი, სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ეროვნული პასუხისმგებლობა და ქვეყნის ძლიერი ეკონომიკა, იძლევა საუკეთესო შედეგს.

ამის გარდა, სახელმწიფოში ცენტრალური ხელისუფლებით დაწყებული, ადგილობრივი თვითმმართველობით გაგრძელებული და თითოეული მოქალაქით დამთავრებული, ყველამ უნდა იცოდეს, თუ რა ფუნქცია გააჩნია ქვეყნის თავდაცვის სისტემაში, მშვიდობიანობისა და საომარი ოპერაციების დროს.

ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით გასაკეთებელი ბევრია. კერძოდ:

• უკრაინის საბრძოლო გამოცდილების გათვალისწინებითა და რეგიონში შექმნილი საფრთხიდან გამომდინარე, გადაფასდეს და საქართველოსთვის შეიქმნას ახალი თავდაცვის სტრატეგია;
• სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა გაიზარდოს თავდაცვის ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხები;
• მომზადდეს მობილური და ეფექტური რეზერვის სამსახური;
• სამხედრო შეიარაღებაში ყურადღება გამახვილდეს უპილოტო საფრენი აპარატებისა და სარაკეტო სისტემების შეძენაზე;
• მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმებისგან დაცვის მიზნით შეიქმნას ეფექტური საზენიტო სისტემები, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იქნება განლაგებული;
• შავი ზღვის სანაპიროზე შეიქმნას თავდაცვის ზოლი, რომელიც მოწინააღმდეგის საზღვაო-სამხედრო ძალებისგან მომდინარე საფრთხეს თავიდან აგვარიდებს;
• დიდი ყურადღება მიექცეს სასურსათო უსაფრთხოებას და სტრატეგიული რეზერვების შექმნის საკითხს;
• ქვეყნის მასშტაბით აღდგეს სამოქალაქო თავშესაფრების ინფრასტრუქტურა და საშუალო სკოლებში ყურადღება მიექცეს შესაბამისი ცოდნის მიცემასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებას;
• სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით, საზოგადოებისთვის (გარკვეული პერიოდულობით) ჩატარდეს სოციალური რეკლამა, რომელიც ხელს შეუწყობს ჯარისკაცის პროფესიის პოპულარიზებას, სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობის ხაზგასმასა და ჩვენი მოქალაქეების მორალურ ზრდას.

ყოველივე აღნიშნულთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, ისრაელის სამოქალაქო თავდაცვის გამოცდილების გათვალისწინება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია და ბევრ საკითხში საქართველოს რეალობას კარგად მიესადაგება.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი კაცი დაიღალა კასრში ძვირადღირებული კაციჭამია ვირთხების მოშენებით და იაფფასიანი ინკუბატორის...

"ქართული ოცნების" ახალ სპიკერებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს ანალიტიკოსი,...

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა "მაუწყებლის" პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

“ჩვენ აუცილებლად დავიხსნით პოლიტიკურ ტყვეებს! გავიმარჯვებთ ერთობით!” – ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე კიევიდან დაბრუნებისთანავე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...