spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითეონა აქუბარდია: "მოგიწოდებთ და გთხოვთ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ...

თეონა აქუბარდია: “მოგიწოდებთ და გთხოვთ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება”

მოგიწოდებთ და გთხოვთ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს სამშვიდობოს გასვლა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. მინიმუმ ერთ შეხვედრა მაინც გავაკეთოთ, ამით მაინც დავიწყოთ საუბარი, ვიცოდეთ ამ კითხვართან დაკავშირებით რა კითხვებზეა საუბარი, რა პროცესია საჭირო რომ პარლამენტში წარიმართოს, რა პოლიტიკური განცხადებები არის ამასთან ერთად საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ჩენი წილი შევიტანოთ ამაში, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამას არც მომავალი თაობები და არც ისტორია არ გვაპატიებს“, – ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თეონა აქუბარდიას თქმით, დღეს, როდესაც საქართველოს შესაძლებლობა იყოს ევროპული ოჯახის წევრი ყველაზე მკაფიოდ და ნათლად აქვს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ისევ მიდის დაპირისპირება და არც ერთი შემხვედრი ნაბიჯი ამ ერთიანობის შესაქმნელად არ იდგმება.

დღეს, როდესაც საქართველოს შესაძლებლობა იყოს ევროპული ოჯახის წევრი ყველაზე მკაფიოდ და ნათლად აქვს, ვხედავთ რომ ისევ მიდის დაპირისპირება, უთანხმოება, ორივე მხრიდან არის მოწოდება, რომ ერთიანები უნდა ვიყოთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა არც ერთი შემხვედრი ნაბიჯი ამ ერთიანობის შესაქმნელად.

ისტორიული და უნიკალური შანსი გვაქვს დღეს უკრაინელი ხალხის, მათი თავდაუზოგავი ბრძოლის დამსახურებით და იმ თავისუფლების ჟინით, რომლითაც მსოფლიო არის გაოცებული და ამ ვითარებაში, ჩვენ, როდესაც ჩვენი ომი გვაქვს მოსაგები და საქართველო უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოზე რუსული გავლენებისგან თავისუფალი, ევროპული კეთილდღეობის მქონე ქვეყანა გვინდა შევქმნათ და ამ ფონზე ისევ ურთიერთბრალდებები გვესმის ამ დარბაზში.

ვერ შევძელით დავივიწყოთ ყველა უთანხმოება, წყენამ ვაჯობოთ საკუთარ თავს, შევძლოთ გავიყვანოთ ქვეყანა ევროპისკენ და ისეთი ქვეყანა შევქმნათ, როგორზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“ომი დამთავრდა 8 მაისს ევროპის დროით და ვინც 9 მაისს აღნიშნავს, ის არის საბჭოთა...

გამარჯვების დღის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებით, კონკრეტულ მაგალითზე მინიშნებით, თავის...

“ჩვენ იძულებული ვართ ვითმინოთ და ავიტანოთ ეს ხალხი ჩვენს გვერდით, რადგანაც ფორმალურად “დემოკრატიული პლურალიზმი”...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მძიმე მინიშნებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...