spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" რეფორმების განხორციელების ნაცვლად არის რეფორმების მთავარი...

“ქართული ოცნება” რეფორმების განხორციელების ნაცვლად არის რეფორმების მთავარი წინაღობა – გიორგი ვაშაძე

მართლაც ისტორიულ პერიოდს გავდივართ. ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

მისი თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა საქართველოს გუშინ გამოუგზავნეს კითხვარი.

რა არის ეს კითხვარი და ჩვენი საშინაო დავალება? ეს არის სისტემური კომპლექსური დემოკრატიული რეფორმები, რაც უნდა გაატაროს ქვეყანამ. სწრაფი გაწევრიანება სწრაფი რეფორმების საპასუხოდ – ეს არის მოდელი, რომელსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვთავაზობენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მისი ინფორმაციით, ერთი კვირის წინ ევროპის პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა კვლევა, რომ 2020 წლის მერე საქართველოს აქვს უკუსვლა დემოკრატიული რეფორმების, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.

ჩვენ ასოცირების შეთანხმება გვაქვს ევროკავშირთან, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. აბა, თუ იცით, რომელია ჩვენი მთავარი 3 სავაჭრო პარტნიორი? არის რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი. არცერთი მათგანი არაა ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ მართალია, ევროკავშირი ძალიან ბევრ ნაბიჯს დგამს ჩვენსკენ, მაგრამ საქართველო, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ვერ იყენებს და ვერ იყენებს იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ რეფორმების განხორციელების ნაცვლად არის რეფორმების მთავარი წინაღობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა…” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ...

“ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად...

„წუხელ მოსული ნალექის რაოდენობამ ვარაზისხევში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...