შაბათი, ივნისი 28, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"პასუხი იმ ადამიანებს, ვისაც ჰგონიათ, რომ მთავრობა ყველაფერს...

“პასუხი იმ ადამიანებს, ვისაც ჰგონიათ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად და საქართველოს ინტერესების დასაცავად” – სერგი კაპანაძე

პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი სერგი კაპანაძე ხელისუფლების მიერ უკრაინის დახმარების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს არასაკმარისად მიიჩნევს და პუნქტობრივად ჩამოწერა, თუ რას გააკეთებდა თვითონ ხელისუფლების ადგილას რომ ყოფილიყო:

პასუხი იმ ადამიანებს, ვისაც ჰგონიათ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად და საქართველოს ინტერესების დასაცავად.

მე, მაგალითად, ამ 23 რაღაცის გაკეთებას შევეცდებოდი, ხელისუფლებაში რომ ვყოფილიყავი:

  1. ვიზიტი უკრაინაში სხვადასხვა მაღალჩინოსნების მიერ ხშირი პერიოდულობით: სპიკერი, პარლამენტის მეგობრობის ჯგუფი, პრემიერი, მინისტრები, პრეზიდენტი… ოპოზიციის მონაწილეობით;
  2. მკაფიო განცხადება, რომ საქართველოს გავლით არ მოხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა;
  3. სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონელის შესახებ იურიდიული ბაზის მოწესრიგება და მორგება სანქციების საერთაშორისო რეჟიმზე;
  4. საგანგებო კომისიის შექმნა ოპოზიციის და არასამთავრობოების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც დაიწყებს სანქციების რეჟიმის მონიტორინგს;
  5. “შავი სიის” განსაზღვრა, რომელშიც უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით უნდა შევიდეს ის პირები, ვინც აღარასოდეს შემოვლენ საქართველოში და ვერ აწარმოებენ ბიზნესს საქართველოში;
  6. იმ 120 ათასი ადამიანის პირადი მონაცემების ანალიზი, რომლებიც, გამოქვეყნებული ინფორმაციით მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში და მათი მყისიერი შეტანა შავ სიაში. რა თქმა უნდა, უკრაინასთან და დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებთან კოორდინაციით;
  7. ყველა იმ ადამიანის და მათი ოჯახის წევრის შეტანა შავ სიაში, ვისზეც უკრაინა, ევროკავშირი და აშშ სანქციებს აწესებს;
  8. გამოძიების დაწყება უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფაქტთან დაკავშირებით, როგორც ამას აკეთებს ბევრი ევროპული ქვეყანა;
  9. სიმბოლურად 50.000 უკრაინელის საქართველოში ჩამოყვანის და განთავსების პირველადი ხარჯების აღება სახელმწიფოს მიერ;
  10. საკანონმდებლო პაკეტის მიღება, რომელიც ძალიან გაურთულებს ცხოვრებას რუსეთიდან დაფინანსებულ მედიას, არასამთავრობოებს და პოლიტიკურ ძალებს (ასეთი პაკეტი თავის დროს მე წარვადგინე პარლამენტში ევროპული საქართველოს სახელით; რაღაც მსგავსი აქვს ახლა წარდგენილი ლელოს);
  11. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომელიც ახლა უკრაინაში იბრძვის საგანგებო ცხელი ხაზის შექმნა მათი საჭიროებების მისახედად;
  12. რუსეთისთვის ცის ჩაკეტვა (პირდაპირი ფრენები მაინც არაა და ეს მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი იქნება);
  13. რუსეთიდან საქართველოსკენ სომხეთის გავლით მომავალი ავიარეისების რაოდენობის შემცირება/შეზღუდვა;
  14. თუ გვაქვს შესაძლებლობა, ისეთი იარაღის მიწოდება უკრაინისთვის (ჩუმად), რომელიც მყისიერად შეიძლება არ დაგვჭირდეს;
  15. პარალელურად ამერიკასთან, თურქეთთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან აქტიური მუშაობა, რომ შევიძინოთ/მივიღოთ, ან საჭიროების შემთხვევაში დავიბევოთ თავდაცვითი იარაღი;
  16. ჩვენი სამხედროების სასწრაფოდ გაგზავნა გადასამზადებლად, რომ, იმ შემთხვევაში, თუ თავდაცვითი ომი დაგვჭირდება, არ დადგეს მოუმზადებლობის და წვრთნის არქონის პრობლემა;
  17. განცხადების გაკეთება, რომ სრულიად დამოუკიდებელი ვხდებით რუსეთისგან გაზის და ელექტროენერგიის მხრივ და მყისიერად ჯერ სტრატეგიის შექმნა და შემდეგ განხორციელების დაწყება, მაგალითად, სწრაფადვე აზერბაიჯანული გაზით რუსულის ჩანაცვლების კუთხით;
  18. საგადასახადო შეღავათების (ფორმა მოსაფიქრებელია) შემოღება იმ ექსპორტიორებისთვის, რომლებიც უახლოეს 3 თვეში დატოვებენ რუსულ ბაზარს და გადაერთვებიან სხვა ბაზრებზე. მსგავსი მოდელის მოძებნა იმპორტიორებისთვისაც;
  19. აქტიური რეზერვის სისტემის დანერგვა და სწრაფად იმპლემენტაციის დაწყება, რომ თუ რუსეთი ომს დაიწყებს, ცოტა მაინც იყოს საზოგადოება მზად ტერიტორიული თავდაცვისათვის;
  20. მთავრობის გეგმის შექმნა, რომელიც საგადასახადო, სატრანსპორტო და სხვა ტიპის შეღავათებს დაუწესებს უკრაინიდან დევნილებს;
  21. რუსეთის მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციულად(!) სამოქალაქო და სხვა სერვისების გაძვირება და ამ თანხების უკრაინის არმიისთვის გადარიცხვა;
  22. რუსეთის მოქალაქეებზე ქვეყანაში შემოსვლის დროს შემოსვლის ადგილზე მოსაკრებლის დაწესება და ამ თანხის უკრაინის არმიისთვის გადარიცხვა;
  23. რუსეთის ყოფილი საელჩოს ქუჩისთვის და მოსკოვის გამზირისთვის სახელების გადარქმევა და “უკრაინელი გმირების”, კიევის ან ა.შ. სახელის დარქმევა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე სერგი კაპანაძე.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

“სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“თუ ამათ ჯანდაბაში არ გავაპანღურებთ, მალე რუსეთსა და პუტინზე ტაშის დაკვრას მოგვთხოვენ” – კობა...

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული პოზიციით ეხმაურება...

“დუმილი არ ნიშნავს, რომ შენ ნეიტრალური ხარ, დუმილი დღეს პოზიციაა!” – სერგო ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, გასული საუკუნის ისტორიიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...