კვირა, ივნისი 29, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიცესკომ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა

ცესკომ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც რუსთავსა და გარდაბნის ნაწილს მოიცავდა, საქართველოს პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია ირაკლი შატაკიშვილი (№41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“).

აღსანიშნავია, რომ როგორც კენჭისყრის დღე, ისე შემდგომი საარჩევნო პროცედურები წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს. სრულად იყო უზრუნველყოფილი დამკვირვებლებისა და მედიის მუშაობის თავისუფლება კანონმდებლობის შესაბამისად. კენჭისყრის დასრულების შემდეგ განხორციელდა ბიულეტენების დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება. ამასთან, გადაითვალა 5 საარჩევნო უბნის შედეგებიც. ბიულეტენების გადათვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა. გადათვლისას უზრუნველყოფილი იყო საჯაროობა და მიმდინარეობდა პროცესის ვიდეოგადაღებაც. ვიდეომასალა ხელმისაწვდომია Google Drive-ის პლატფორმაზე.

რაც შეეხება დეტალურ მონაცემებს, შემაჯამებელი ოქმის თანახმად, შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 139 989 ამომრჩეველი, არჩევნებში მონაწილეობა 40 614-მა ამომრჩეველმა მიიღო.

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შემდეგია:

№34 მამუკა ტუსკაძე -„მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის” – 2 634 ხმა, 6.95%;

№41 ირაკლი შატაკიშვილი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 34 333 ხმა, 90.61%;

№59 კამალ მურადხანოვი – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია” – 923 ხმა, 2.44%.

ინფორმაციას ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...