spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ მახინჯმა ნაძირალამ შემოგახაზინათ 2012-ში ნომერი 41 -...

“ამ მახინჯმა ნაძირალამ შემოგახაზინათ 2012-ში ნომერი 41 – შემოგახაზინათ და დაღუპეთ ამით ქვეყანა” – ნიკა გვარამია ლადო ბედუკაძეზე

ვლადიმერ (ლადო) ბედუკაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უმწვავესი შეფასებებით ეხმაურება ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია:

ახლა, რაც არ უნდა იწივლოთ ან სოლიდურად უარყოთ, ამ მახინჯმა ნაძირალამ შემოგახაზინათ 2012-ში ნომერი 41. შემოგახაზინათ და დაღუპეთ ამით ქვეყანა.

ხოდა, გყავდეთ ახლა ჩამოურეცხავ სირცხვილად. ყველას, ჩემს მეგობარსაც და არამეგობარსაც, ჭკვიანსაც და სულელსაც, ახლა უკრაინაზე მგლოვიარე და ქოცების ჩემზე მეტად მაგინებელსაც. აი, ეს ჭუჭყი და ტალახი იყო თქვენი არჩევანის მთავარი შთაგონების წყარო.

ისე, ყველასგან ბოდიშს რომ ითხოვთ, საკუთარ ბოდიშებს ხომ არ მიხედავდით, რამე რომ იყოს? თორემ ისე ღაღადებთ, რომ ოცნება რუსეთია, გეგონება, მე მივედი საკუთარი პასტით, რიგში ჩავდექი და რუსული გეგმა აღვასრულე. ან დადუმდით და სხვებისგან ბოდიშების მოთხოვნას მაინც შეეშვით, ეს ოხერი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

ინფორმაციისთვის – ლადო ბედუკაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც, სხვა თავისებურ შეფასებებთან ერთად, საკმაოდ დამაკნინებლად ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, ამასთან უკრაინის ხელისუფლების სარაკეტო იერიშით განადგურების ერთგვარ სურვილსაც გამოხატავს:

სულ რაღაც 3-4 ახალი სისტემის “კინჯალის” იარაღით, სარაკეტო იერიშია საჭირო და ზელენსკის მთავრობის კვალი – რეზიდენციითურთ არ დარჩება.

არადა, როგორი უშიშარია, ვითარცა უხორცო როგორ თამამად გადაადგილება. ხან ლვოვშია და ხან ბუჩაში.

(სააკაშვილის ღრუბელ-ღრუბელ მალულად ფრენა გამახსენა)

არათუ, სარაკეტო დარტყმა,რუსული დივერსიული ჯგუფი, დესანტიც არ დაძრულა მის გასანადგურებლად. თორემ, დარწმუნებული იყავით ასეთ ფაქტის შემთხვევაში ზელენსკის კივილს მსოფლიო შეიტყობდა“, – წერს ლადო ბედუკაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად...

„წუხელ მოსული ნალექის რაოდენობამ ვარაზისხევში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“დიდი უსამართლობაა, რომ გიორგი ჭიღლაძეს “მოძალადე” ან “ბარბაროსი” ვუწოდოთ. უჯობესია, ყურადღება იმაზე გადავიტანოთ, ლეგიტიმური...

სასტუმრო “Agarani Estate”-ში, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოების არაერთგვაროვან შეფასებებს...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...