spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: ბრალდება იყო მათი მხრიდან გაჟღერებული, კეთილი...

კახა კალაძე: ბრალდება იყო მათი მხრიდან გაჟღერებული, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ, თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ

საქართველოს ხელისუფლება მის მიმართ გაჟღერებული ბრალდების მტკიცებულებებს უკრაინის მხრიდან ელოდება – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

საქართველოს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოსადგენი. ეს იყო სამარცხვინო განცხადება, როგორც სხვა ბევრი სამარცხვინო განცხადება მოვისმინეთ.

ჩვენ ველოდებით უკრაინის მხარეს, ბრალდება იყო მათი მხრიდან გაჟღერებული, სამარცხვინო ბრალდება, ამიტომ კეთილი ინებონ და წარმოადგინონ, თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ.

ყველაფერი მესმის, რომ ქვეყანა ომშია, ყველანაირად თავს ვიკავებთ რაიმე კომენტარის გაკეთებისგან, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარში დავუდგეთ.

არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენი მხრიდან გამოხატული საერთაშორისო პლატფორმებზე, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც ღიად აღნიშნავენ, მაგრამ ის სამარცხვინო განცხადებები, რაც მოდის ბოლო დღეების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ცალკეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყნის და ხალხის ინტერესები არ დაზიანდეს:

რასაც ვისმენთ ბოლო თვეების განმავლობაში კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან მხრიდან, ცხადია, ეს ყველას არ ეხება, ამაზრზენია. სამწუხაროა, აშკარად ჩანს, ეს ადამიანები და ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები არიან ქვეყნის მტრები. ჩვენ არაერთი განცხადება, არაერთი ქმედითი ნაბიჯი გვინახავს მათი მხრიდან, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, თუმცა რაც არ უნდა იწვალონ და გააკეთონ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სანქცირებული კომპანიები საქართველოში საქმიანობას ვერ შეძლებენ.

საქართველოში არსებობს კანონები და კანონის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანქციებში მყოფი კომპანიები საქართველოში ვერ შეძლებენ ვერანაირ საქმიანობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, ერთგვარ...

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

“მოკლედ, გავდივართ რთულ და მძიმე პროცესს, როდესაც ყველა ქვეწარმავალი გამოძვრა… საზოგადოებაში დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები”...

სხვადასხვა პროცესების მიმოხილვას და თავისი პოზიციების დაფიქსირებას ახდენს კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...