spot_img
მთავარიფინანსები, ბიზნესი და ეკონომიკასაქართველოს ორი გზა აქვს - ან იქცეს მიზიდულობის...

საქართველოს ორი გზა აქვს – ან იქცეს მიზიდულობის ცენტრად კავკასიაში, ან გახდეს რუსეთის გუბერნია – გიორგი კოდუა

არასამთავრობო ორგანიზაცია “HUB Georgia” განცხადება ავრცელებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციასა და სავარაუდო პრობლემებზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “HUB Georgia” შეშფოთებულია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებით. პერსონალური დარტყმები პროექტის განმახორციელებელ პირებზე, რასაც ადგილი აქვს ბოლო თვეების განმავლობაში, ქმნის არაპროგნოზირებად გარემოს პოტენციური ინვესტორებისთვის და უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს პროექტს. ხელისუფლების წარმომადგელები, ერთი მხრივ აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, თუმცა მეორე მხრივ, ამ განცხადებების საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამენ, რაც პროცესისთვის დამაზიანებელია და ეს ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს.

ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში ვივარაუდეთ, რომ პროკურატურის მიერ, “ანაკლიის კონსორციუმის” დამფუძნებლების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება, რომელიც 10 წლის წინანდელ საქმეს ეხებოდა, სწორედ პორტის მშენებლობას უკავშირდებოდა. სამწუხაროდ, მას შემდეგ ჩვენი ეს ვარაუდი არაერთხელ გამართლდა. ხელისუფლება საკითხს ზუსტად იმ პერიოდებში ააქტიურებდა, როცა პორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა ყოფილიყო მიღებული.

საქართველოს ორი გზა აქვს – ან იქცეს მიზიდულობის ცენტრად კავკასიაში, ან გახდეს რუსეთის გუბერნია! რეგიონულ ჰაბად ჩამოყალილება კი, სწორედ ანაკლიის პორტის მსგავსი მეგა-პროექტების განხორციელებით არის შესაძლებელი. ეს არის პროექტი, რომელმაც შესაძლოა ჩვენი ქვეყნის შემდგომი 50 წლიანი განვითარების ვექტორი განსაზღვროს, ეს  არის პროექტი, რომლისგანაც სარგებელი მომავალმა თაობებმა  უნდა მიიღონ! მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესების გამო, ნუ დააზიანებენ ქვეყნის სამომავლო პერსპექტივას და ნუ დაუკარგავენ საქართველოს რეალური ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შანსს!” – აცხადებს გიორგი კოდუა “HUB Georgia”-ს გამგეობის წევრი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...