spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ბრალდებულის უკანონო ქმედების შედეგად, შეილახა დაზარალებულ შოთა თუთბერიძის...

“ბრალდებულის უკანონო ქმედების შედეგად, შეილახა დაზარალებულ შოთა თუთბერიძის უფლებები” – კოკა კაციტაძე

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ბრიფინგი გამართა №16 პენიტენციური დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით, კერძოდ უწყების თანამშრომლის მიერ ადვოკატ შოთა თუთბერიძის ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით:

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, დანაშაულში მხილებული იქნა პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც სამსახურებრივი უფლებამოსილება გადაამეტა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 2 მარტს, №16 პენიტენციური დაწესებულებაში, მეტალო დეტექტორით შემოწმებისას, პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელსა და ადვოკატ შოთა თუთბერიძეს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. ამის შემდეგ, ბრალდებულმა, სამეთვალყურეო ვიდეო კამერებისგან გარიდების მიზნით, ადვოკატი მოსასვენებელ ოთახში შეიყვანა და საქმის გარჩევა დაუწყო. ოთახიდან გამოსვლისას პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გაემართა შოთა თუთბერიძის მიმართულებით, მოუქნია ხელი და ფეხი, რა დროსაც იგი შეაკავეს დაწესებულების სხვა თანამშრომლებმა.

ბრალდებულის უკანონო ქმედების შედეგად, შეილახა დაზარალებულ შოთა თუთბერიძის უფლებები, დაირღვა წესრიგი და შეფერხდა №16 პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ადვოკატის საჯარო განცხადებისთანავე ფაქტზე გამოძიება მყისიერად დაიწყო. სრულად იქნა უზრუნველყოფილი დაზარალებული ადვოკატის საგამოძიებო პროცესში ჩართვა და მონაწილეობა, რომელსაც გამოძიების საწყის ეტაპზევე გაეცნო საქმის ყველა მასალა.

გამოძიებამ, პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით უზრუნველყო ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება: გამოიკითხა 17 პირი, პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მასალები და სამართლებრივი აქტები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რაზეც დაინიშნა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა. ზემოთ აღნიშნულმა ჩატარებულმა ღონისძიებებმა შესაძლებელი გახადა დანაშაულის გახსნა და მასში მონაწილე საჯარო მოხელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

შედეგად, საქართველოს პროკურატურის მიერ პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აგრძელებს“, – აღნიშნავს კოკა კაციტაძე.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩავიფიქრე! რომ მოვრჩები, ისევ ბევრს ვიმოგზაურებ და ისევ ლამაზი გოგო ვიქნები…” – ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძის ემოციური სტატუსი, სოციალურ ქსელში, პოზიტიური მოლოდინებით და...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...