spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშალვა პაპუაშვილი: სულისკვეთებას სრულად ვიზიარებ, რაც განაცხადა პრემიერ-მინისტრმა,...

შალვა პაპუაშვილი: სულისკვეთებას სრულად ვიზიარებ, რაც განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომ ეს არის უკრაინის დასჯის მცდელობა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომ ეს არის უკრაინის დასჯა, ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი და აცხადებს, რომ 2008 წლის ომი რუსეთის მხრიდან იყო საქართველოს დასჯის მცდელობა და ასევეა 2022 წელს უკრაინაში მიმდინარე ომი:

,,ამ სულისკვეთებას სრულად ვიზიარებ, რაც განაცხადა პრემიერ-მინისტრმა იმასთან დაკავშირებით, რომ ისევე როგორც 2008 წელს ეს იყო საქართველოს დასჯის მცდელობა, ახლაც, რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინის დასჯის მცდელობა.

საქმე იმაში არის, რომ ამის შესაძლებლობა არ უნდა მისცეს საერთაშორისო საზოგადოებამ.

ოპონენტები, ბოლო პერიოდში – ერთ თვეზე მეტია, დაკავებული არიან აი ამ გართულებული უსაფრთხოების მდგომარეობაში საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრით.

და, რა თქმა უნდა, ყოველი დღე ომის არის გლოვის დღე. აქ კიდევ ერთხელ არის მცდელობა, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან დაიწყონ მანიპულაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იქნებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ყველას შეგეხებათ და ყველას ჯიბეს გაანადგურებს ეს წყობა” –...

საქათველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა. ორგანიზაცია “საზოგადოება...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ეს 9 მაისს იმიტომ აღინიშნება, რომ კრემლმა არ ისურვა ზეიმი თავის სიტუაციურ მოკავშირეებთან და...

8-9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს...

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...