კვირა, მარტი 16, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"ნებისმიერი წარმატების საიდუმლო ქმედით ნაბიჯებშია" - ლაშა დარბაისელი

“ნებისმიერი წარმატების საიდუმლო ქმედით ნაბიჯებშია” – ლაშა დარბაისელი

პანდემიის პირობებში რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მსუბუქი ავტომობილების ბიზნესი. მძიმე ეკონომიკური ფონის გამო ავტო იმპორტიორები თანდათან ტოვებენ სექტორს. ,,საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ბიზნესზე იდგა წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა, ხოლო ბოლო წლებში გართულებულმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ და ახლა უკვე რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ უფრო გაართულა სექტორის საქმიანობა:

  • რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას შექმნილი ვითარებაში, რომ მოხდეს სიტუაციის გაუმჯობესება?

– ამ ეტაპზე აუცილებელია ბაზრების მოძიება, რაშიც მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოების ჩართულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართო მასშტაბით ბიზნესს ძალიან გაუჭირდება არსებობა.

აუცილებელია დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, შევადგინოთ კონსტრუქციული გეგმა და დავისახოთ მიზანი. თუ საჭირო გახდება ავტო იმპორტის გასავითარებლად უნდა ჩაერთნონ ჩვენი საელჩოებიც იმ ქვეყნებში, რომლებიც ბიზნესისთვის შესაძლო, პოტენციურ პარტნიორ ქვეყნებად განიხილება. ვის ინტერესშიც არის ამ სექტორის განვითარება, ზუსტად ახლა დადგა ის მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ყველა ერთად შევიკრიბოთ ერთი მიზნისთვის ერთი იდეის გარშემო და გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები. ნებისმიერი წარმატების საიდუმლო ქმედით ნაბიჯებშია.

მაინც რატომ არის მნიშვნელოვანი ეს სექტორი? – იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია ავტო იმპორტი არა მხოლოდ ჩვენს სფეროში მყოფი ხალხისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, რადგან 2019 წელს გვქონდა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი 700-დან 800 მლნ დოლარამდე. ეს თანხები ხომ საქართველოში დარჩა? ბიუჯეტში ხომ შევიდა? ამ თანხებს ჩვენ ვიხდით ბიუჯეტში, გადასახადების სახით. ამაშია საქმე, რომ ამ ბიზნესს აქვს პოტენციალია, იმის რესურსი, რომ წლიურად მილიონობით ლარი შეიტანოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს ფაქტია. ყოველივე ეს ლარის კურსზეც აისახება და რაც უფრო მეტია ქვეყანაში უცხოური ვალუტის მიმოცვლა, მით უფრო მეტად შეიძლება დარეგულირდეს/შემცირდეს ინფლაცია, გარკვეულწილად.

აქვე საყურადღებო ფაქტია, რომ ავტო იმპორტიორების 30%-მა უკვე დატოვა ბაზარი, შესაბამისად:

  1. გაიზარდა ავტომობილების ფასი ადგილზე;
  2. გაიზარდა ტრანსპორტირების ფასი;
  3. გაიზარდა ფასები ავტონაწილებზე;
  4. გაიზარდა ფასი ავტოსერვისებზე.

ისინი ჩვენი მომიჯნავე სექტორებია, შევდივართ მათ მდგომარეობაში და გვესმის, რომ მათაც გაუძვირდათ ყოველდღიურად – ზოგს ქირა, ზოგთან კი სხვა პრობლემები იჩენს თავს.
ჩვენ თუ არ მივიღეთ ეს მოცემულობა, სხვა შემთხვევაში უბრალოდ გავკოტრდებით უკანასკნელ თეთრამდე, ასევე ბიზნესში დაბანდებული თანხების დაბრუნებაც შეუძლებელი იქნება. ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობას ეს თანხები ბანკებიდან აქვთ გამოტანილი.

1 აპრილს იგემებოდა ცვლილებები შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რაც მოიცავდა, ჩვენი ინფორმაციით, ავტომობილის გზაში მფლობელის შეცვლის წინააღმდეგობას. ეს გულისხმობს, რომ სანამ ავტომობილი საქართველოს საზღვარს არ გადმოკვეთს მანამდე მფლობელი ვერ შეიცვლებოდა, ანუ ამ მანქანის გზაში გაყიდვა ვერ მოხერხდებოდა. ეს პრობლემაა ჩვენი სექტორისთვის, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილი გზაშივე გაყიდულა. ეს პრობლემა არა მხოლოდ ჩვენს სექტორს, არამედ გადამზიდ კომპანიებსაც შეეხებოდათ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, შემოსავლების სამსახურთან ერთად გაერთიანებული მუშაობა იმისთვის, რომ მომავალში ყველანაირი შესაძლო პრობლემა აღმოვფხვრათ და თავი დავიზღვიოთ.

  • რეგიონში რთული ვითარებაა, როგორ ზეგავლენას ახდენს მიმდინარე ომი ავტოიმპორტზე?

– დავიწყოთ იმით, რომ ერთი ქვეყნის შეჭრა მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე ყოვლად გაუმართლებელია. რაც შეეხება ჩვენი სექტორის ინტერესებს, უკრაინა დიდ როლს ასრულებდა რეექსპორტის მიმართულებით. გარდა ამისა, მხედველობაში გვქონდა უკრაინის ბაზრის გაფართოება, მაგრამ ომმა ყველა მიზანი წყალში ჩაგვიყარა. მეორე მხრივ, რუსეთსაც ჰქონდა გარკვეული როლი რეექსპორტის მიმართულებით, თუმცა არა ისეთი, როგორც უკრაინას. ამასთანავე, რუსეთის ბაზარი სტაბილურობით არ გამოირჩევა.

ინტერვიუ ჩაწერა
ნინი ხიჯაკაძემ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მომავალში უფრო მეტი წარმატებები გვექნება ღვთის წყალობით, უფრო მეტი გამარჯვება და შევძლებთ, რომ ყოველთვის,...

ქართველი მოკრივე, გიორგი ჭიღლაძე გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს: ,,საკმაოდ...

“ტრამპი ცვლის ამერიკელი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის აღქმას იმისა, თუ ვინ არის მტერი და ვინ...

,,ჭავჭავაძის კვლევითი” ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“სანქციები მხოლოდ დასაწყისია – მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს” – გიორგი ვაშაძე

დიდ ბრიტანეთში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანზე საუბრობს “სტრატეგია...

“იდიოტია აბსოლუტურად ყველა, ვინც გაგიჩინათ მოლოდინი, რომ ეს არ მოხდება” – თამარ ჩერგოლეიშვილი რობინ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

საქართველოში 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 2025 წლის თბილისის დროით 15:28 საათზე, თბილისიდან 63...

“საშუალო დონის კომენდიანტად ზელენსკის მოხსენიება ვერ მიაყენებს მას ჩრდილს” – რომან გოცირიძე

აშშ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კონკრეტულ გამონათქვამებს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ...

“მომავალში უფრო მეტი წარმატებები გვექნება ღვთის წყალობით, უფრო მეტი გამარჯვება და შევძლებთ, რომ ყოველთვის,...

ქართველი მოკრივე, გიორგი ჭიღლაძე გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს: ,,საკმაოდ...