spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიელისო კილაძე: "მე რომ შევქმნა პოლიტიკური პარტია? -...

ელისო კილაძე: “მე რომ შევქმნა პოლიტიკური პარტია? – კი, ვფიქრობ ამაზე, სიმართლე რომ გითხრათ”

“ელისო კილაძის ჯგუფი” – ფეისბუქის ამ ჯგუფიდან პირდაპირი ჩართვის (“ლაივის”) რეჟიმში საუბრისას ელისო კილაძემ შეფასებები გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რა დროსაც პოზიცია დააფიქსირა მიხეილ სააკაშვილთან, ოპოზიციასთან და სხვა საკითხებთან მიმართებაში, ამასთან აღნიშნა ისიც, რომ მას აღარ იწვევენ ტელევიზიებში:

სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა რეალურად პარლამენტარებს მოუწოდა, რომ მორჩნენ ამ თამაშს, უმოქმედობას, საბოლოო ჯამში რაღაც მოიქმედონ და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ქვეყანაში გახურდეს პოლიტიკური პროცესები, მაგრამ სააკაშვილის ამ მოწოდებას გამოხმაურება ოპოზიციის მხრიდან არ მოჰყოლია. მე ყოველ შემთხვევაში არ ვიცი.

მკაფიოდ ვიტყვი – საპარლამენტო ოპოზიცია სრული შემადგენლობით რომ გამოვიდეს პარლამენტიდან, ეს ნიშნავს გარდაუვალ პოლიტიკურ კრიზისს, ეს ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება” რჩება მარტო და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არის გარდაუვალი აუცილებლობა. რადგანაც ეს ასე არ ხდება გამოდის, რომ ვადამდელი არჩევნების თემა არ დგას დღის წესრიგში, იგი არ უნდა “ქართულ ოცნებას” და არ უნდა ოპოზიციასაც.

ხვალ რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, არ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიცია მოახერხებს მნიშვნელოვანი რაოდენობის ელექტორატის მობილიზებას და ხმების აღებას. და სანამ ოპოზიცია არის ასეთი უმოქმედო, არანაირი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას აზრი არ აქვს“, – აღნიშნა ელისო კილაძემ.

საუბარი იყო ასევე ოპოზიციას დღევანდელ მდგომარეობაზე:

ოპოზიციას აღარაფერი ეშველება. თუ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნა, ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლის არჩევნებზე, თუ ახალი ნორმალური გაერთიანება არ შეიქმნა, არსებული ოპოზიცია მივა ცოცხალ-მკვდარ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა, ხმებსაც ვერ მიიღებს. თანაც, ახლა უფრო მგონია, რომ  “ნაციონალური მოძრაობს” დღეს უფრო კეზერაშვილისაა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის, რადგანაც პარტიაში პროცესებს უფრო კეზერაშვილი წარმართავს, ვიდრე მიშა. და არ ვიცი რამდენად შედის ვადამდელი არჩევნები კეზერაშვილის ინტერესებში“, – აცხადებს ელისო კილაძეს.

აღნიშნული ფეისბუქ-ჩართვისას ელისო კილაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ ფიქრობს პოლიტიკური პარტიის შექმნას, რადგანაც ახალი სისხლი სჭირდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრს:

რომ გითხრათ, პოლიტიკაზე არ ვფიქრობ, მოგატყუებთ, რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში, არსებულ პოლიტიკურ სპექტრში კი ჩემ თავს ვერ ვხედავ.

მე რომ შევქმნა პოლიტიკური პარტია? – კი, ვფიქრობ ამაზე, სიმართლე რომ გითხრათ, ვფიქრობ ამაზე, ვნახოთ.

არ არის ეს, ჩემი მხრიდან, მარტივი გადაწყვეტილება – თუნდაც 10 ერთგული ადამიანი გჭირდება გვერდით, პარტიის ბირთვი, რომელშიც დარწმუნებული იქნები, რომ შენთან ერთად ნებისმიერ ბრძოლაზე წამოვა. სამწუხაროდ ძალიან ცოტა მეგულება ისეთი, ვინც არ შეუშინდება შანტაჟს, მუქარას, არ იქნება წუწკი და ფულზე ხელი არ წაუცდება“, – აცხადებს ელისო კილაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, ერთგვარ...

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“ეს 9 მაისს იმიტომ აღინიშნება, რომ კრემლმა არ ისურვა ზეიმი თავის სიტუაციურ მოკავშირეებთან და...

8-9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...