პარასკევი, აპრილი 19, 2024

“გახშირდა საქართველოს საპატრიარქოს სახელის უნებართვოდ გამოყენების შემთხვევები” – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული მარკეტინგული საქმიანობისათვის ხდება საპატრიარქოს სახელის უნებართოთ გამოყენება:

გახშირდა საქართველოს საპატრიარქოს სახელის უნებართვოდ გამოყენების შემთხვევები.
სატელეფონო ზარის მეშვეობით მოქალაქეებს თითქოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სთავაზობენ სხვადასხვა საეკლესიო ნივთს, მათ შორის, მოოქრულ, თვლებით მოჭედილ ბიბლიას ან ძვირადღირებულ საეკლესიო ატრიბუტიკას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, – საპატრიარქოს არცერთი ოფიციალური სამსახური არ გასცემს ნებართვას ან კურთხევას მსგავსი მარკეტინგული საქმიანობისათვის და არც რაიმე კავშირი აქვს ასეთ პირებთან. სავარაუდოდ, მავანთა მხრიდან აღნიშნული ქმედებების მიზანია ნივთების გასაყიდად მოსახლეობის ნდობის მოპოვება“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული