კვირა, მაისი 18, 2025
17.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაცია"შიდა ქართლის რუსეთთან სამუდამოდ შეერთების საფრთხე ისეთი დიდი...

“შიდა ქართლის რუსეთთან სამუდამოდ შეერთების საფრთხე ისეთი დიდი არასოდეს ყოფილა, როგორიც ამ წუთებშია” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მწვავე განცხადებას აკეთებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი იმ ძირითად გზების შესახებ საუბრობს, თუ როგორ შეიძლება ოკუპირებული ტერიტორიებთან მიმართებაში ანექსიის აცილება:

,,შიდა ქართლის რუსეთთან სამუდამოდ შეერთების საფრთხე ისეთი დიდი არასოდეს არ ყოფილა, როგორიც ამ წუთებშია. ჩვენ, ალბათ, უკვე დავრწმუნდით, რომ განცხადებები ივანიშვილის ფარულ მოლაპარაკებებზე კრემლთან ოკუპირებული ტერიტორიების სამუდამოდ მიყიდვაზე, რეალურია. მთავრობის დუმილი და დიპლომატიური პასუხებიც ამის კიდევ ერთი დასტურია.

იმისათვის, რომ ჩვენ სამუდამოდ არ დავკარგოთ ადგილი, სადაც შეიქმნა ქართველი ერის ეთნიკური, კულტურული, ფილოსოფიური, ლიტერატურული ცნობიერება და საიდანაც აღმოცენდა ჩვენი სამშობლო, აუცილებელია სასწრაფოდ გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

1. პრეზიდენტი და პრემიერი ჩავიდნენ ნიუ-იორკში და მოიწვიო გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა;

2. გაიმართოს პარლამენტის საგანგებო სესია და მიღებულ იქნას რეზოლუცია ქართველი ერის მიმდინარე გენოციდზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან;

3. მთავრობამ სასწრაფოდ მიმართოს შესაბამის ინსტანციებს და შეიქმნას ჰააგის სპეციალური ტრიბუნალი რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, ქართველი ერის გენოციდის გამო ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე.

ცხინვალის რეგიონში მოქმედ ყველა თვითმარქვია სეპარტისტზე, ეს იქნება ე.წ. პარლამენტის/მთავრობის წევრი, ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი, რეგიონის უფროსები და რუსეთის სარდლობის წარმომადგენლები – დაწესდეს ისეთი ფინანსური და დიპლომატიური სანქციები, რომ მათ ფეხი ვერ გაადგან მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში.

დაიწყოს დაუყოვნებლივ მოლაპარაკებები ვაშინგტონთან, რათა აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმდეს ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულება, ხოლო საქართველოში დაუყოვნებლივ დაიწყოს ამერიკის სამხედრო ბაზების განლაგება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დაიმახსოვრეთ, ისეთ ხათაბალაში აღმოჩნდებით, მთელი ცხოვრება ვერ ჩამოირეცხავთ სირცხვილს…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოებას კონკრეტული რჩევა-შეთავაზებით...

გია ჯაფარიძე: “ვის აბოლებთ თქვენ, “ბრატცი”?🙂”

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრ გია ჯაფარიძის კონკრეტული შეხსენება-მინიშნებები: "ყველაზე მეტად...

“ფული, წარმატება, ჯანმრთელობა” – მარიამ შენგელიას 3 სურვილი

ევროვიზიის კონკურსანტ, მარიამ შენგელიას დაუსვეს შეკითხვა - "რას ისურვებდით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შიზოიდური ოლიგარქიული დიქტატურა ახალ რეკოდებს ამყარებს პოლიტრეპრესიათა მსოფლიო რეიტინგებში” – შალვა ნათელაშვილი

გირაოს გადაუხდელობის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთი...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 17-19 მაისის პერიოდისთვის

16 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ვერაფერს იტყვი, ჭეშმარიტი ქოცია🤷🏻‍♀️” – ელისო კილაძე მარიამ შენგელიაზე

ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი, მარიამ შენგელია შეკითხვაზე - “რას ისურვებდით, სამი...