spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მშვიდობა მხოლოდ თავისუფალი ხალხის ხვედრია" - ნათია ფანჯიკიძე

“მშვიდობა მხოლოდ თავისუფალი ხალხის ხვედრია” – ნათია ფანჯიკიძე

ახალგაზრდებში ჩატარებულ გამოკითხვაში დასმული შეკითხვა ალოგიკურად მიაჩნია ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელს, ფსიქოლოგს და არტთერაპევტს ნათია ფანჯიკიძეს:

ტვ “იმედს” ახალგაზრდებში გამოკითხვა ჩაუტარებია, სპეკულაციური, რთული მაშასადამე, აი “ენ დი აი” რომ ატარებდა უცნაურკითხვებიან გამოკითხვებს და სულ დავით ბაქრაძე რომ უგებდა ყველას.

“თავისუფლება გირჩევნიათ თუ მშვიდობაო?” – ხოდა გულუბრყვილო ახალგაზრდებს ვერ დაუწყვილებიათ ეს ორი ერთმანეთთან და მშვიდობამ გაიმარჯვა, თავისუფლების გარეშე.

გამოკითხვა რომ სრული წინადადებებით შეეთავაზებინათ, ამგვარი იქნებოდა – რუსეთის შემოღობილში “მშვიდობა” გირჩევნიათ, თუ თავისუფალი, თქვენს ნებაზე მომავალი, რომლისთვისაც პრინციპულობა მოგიწევთ. რუსეთთან თანაარსებობით აღორძინებული ახლადშექმნილი “ქვეყნების” სია კი უნდა გედოთ სასთუმალთან მშვიდობის მაძიებლებს და რიგრიგობით იმოგზაუროთ სულყველაში.

მშვიდობა მხოლოდ თავისუფალი ხალხის ხვედრია. თუ, რა თქმა უნდა, ხალხად გვინდა დავრჩეთ და არა თინაკანდელაკებად დავჭკვნეთ. თუ გვეძვირფასება ჩვენი მიწა, სახლი, ენა, განსაკუთრებულობა.

ჩვენი მშვიდობის გარანტია რუსეთის დამარცხებაა. არა, ომი არ გვინდა. მტერთან კოლაბორაცია, მისთვის ხელშეწყობაა დაუშვებელი. სულ ესაა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა…” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...