ახალგაზრდებში ჩატარებულ გამოკითხვაში დასმული შეკითხვა ალოგიკურად მიაჩნია ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელს, ფსიქოლოგს და არტთერაპევტს ნათია ფანჯიკიძეს:
“ტვ “იმედს” ახალგაზრდებში გამოკითხვა ჩაუტარებია, სპეკულაციური, რთული მაშასადამე, აი “ენ დი აი” რომ ატარებდა უცნაურკითხვებიან გამოკითხვებს და სულ დავით ბაქრაძე რომ უგებდა ყველას.
“თავისუფლება გირჩევნიათ თუ მშვიდობაო?” – ხოდა გულუბრყვილო ახალგაზრდებს ვერ დაუწყვილებიათ ეს ორი ერთმანეთთან და მშვიდობამ გაიმარჯვა, თავისუფლების გარეშე.
გამოკითხვა რომ სრული წინადადებებით შეეთავაზებინათ, ამგვარი იქნებოდა – რუსეთის შემოღობილში “მშვიდობა” გირჩევნიათ, თუ თავისუფალი, თქვენს ნებაზე მომავალი, რომლისთვისაც პრინციპულობა მოგიწევთ. რუსეთთან თანაარსებობით აღორძინებული ახლადშექმნილი “ქვეყნების” სია კი უნდა გედოთ სასთუმალთან მშვიდობის მაძიებლებს და რიგრიგობით იმოგზაუროთ სულყველაში.
მშვიდობა მხოლოდ თავისუფალი ხალხის ხვედრია. თუ, რა თქმა უნდა, ხალხად გვინდა დავრჩეთ და არა თინაკანდელაკებად დავჭკვნეთ. თუ გვეძვირფასება ჩვენი მიწა, სახლი, ენა, განსაკუთრებულობა.
ჩვენი მშვიდობის გარანტია რუსეთის დამარცხებაა. არა, ომი არ გვინდა. მტერთან კოლაბორაცია, მისთვის ხელშეწყობაა დაუშვებელი. სულ ესაა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

