სამშაბათი, აპრილი 23, 2024

პარლამენტმა “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონში ცვლილებები, მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 74 ხმით მიიღეს.

კანონმდებლებმა საბოლოო – მესამე მოსმენით მიიღეს ასევე თანმდევი კანონპროექტები, კერძოდ, ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებათა პროექტები.

ცვლილებები ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის გაუქმებას. ცვლილებების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას. გარდა ამისა, კანონის პროექტით ახლებურად დარეგულირდება სტატუსის მაძიებლის თვითშეფასებასთან, ავტორიზაციის სამართლებრივ შედეგებთან და ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული საკითხები.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული